-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 სათამაშო დღე ატლანტაში დაიწყება, სადაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, რომელიც ტურნირის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მიიჩნევა, დებიუტანტ კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამარჯვებით დაწყებას შეეცდება.
H ჯგუფის მეორე შეხვედრაში მარსელო ბიელსას გაწვრთნილი ურუგვაი, 1930 და 1950 წლების მსოფლიო ჩემპიონი, ეცდება არ გაიზიაროს მეზობელი არგენტინის ბედი, რომელმაც 4 წლის წინ ტურნირი საუდის არაბეთთან მოულოდნელი მარცხით დაიწყო.
დღის G ჯგუფის ორივე მატჩი აშშ-ის დასავლეთ სანაპიროზე გაიმართება: ლოს-ანჯელესში ირანი ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება, ხოლო სიეტლში ბელგია ეგვიპტეს შეხვდება.
ატლანტის სტადიონზე ისტორია დაიწერება, რადგან კაბო ვერდე მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში პირველად ითამაშებს.
კუნძულოვანი სახელმწიფო მოსახლეობის რაოდენობით მე-3 ყველაზე პატარა ქვეყანაა, რომელმაც მუნდიალზე გასვლა შეძლო (კიურასაოსა და ისლანდიის შემდეგ) და სადებიუტო მატჩისთვის უფრო რთული მეტოქე ძნელად თუ შეიძლებოდა ჰყოლოდა.
მათ მოქმედი ევროპის ჩემპიონი და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთი დაუპირისპირდება, რომელიც 19 ივლისს თასის მოგების ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად ითვლება.
ეს გუნდების პირველი შეხვედრა იქნება ეროვნულ დონეზე.
სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი - სიმონი; ლიორენტე, კუბარსი, ლაპორტი, კუკურელია; როდრი, პედრი, ფაბიან რუისი; ფერან ტორესი, ოიარასაბალი, ბაენა.
კაბო ვერდე - ვოზინია; მორეირა, ბორჟესი, ლოპესი, პაულო; ლენინი, იანიკ სემედო; მენდეში, მონტეირო, ვილი სემედო; ლივრამენტო.
მსოფლიო ფეხბურთის ორი ძლიერი ნაკრები ერთმანეთს დაუპირისპირდება. ორივე გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი დაუმარცხებლად გაიარა.
„წითელმა ეშმაკებმა“ კატარი 2022-ის პირველი მატჩი კანადის წინააღმდეგ მოიგეს და ახლა იმავე წარმატების გამეორებას შეეცდებიან ეგვიპტის წინააღმდეგ, რომელიც 2018-ის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად დაბრუნდა.
გუნდები კატარი 2022-ის წინ ამხანაგურ მატჩში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ „ფარაონებმა“ 2:1 გაიმარჯვეს.
სავარაუდო შემადგენლობები
ბელგია - კურტუა; მენიე, ნგოი, თეატი, კასტანი; ონანა, ტილემანსი, დე ბრუინი; დოკუ, ტროსარი; დე კეტელარე.
ეგვიპტე - შობეირი; ჰანი, იასერ იბრაჰიმი, აბდელმონემი, აჰმედ ფატუჰი; მარავან ატია, მოჰანად ლაშინი; სალაჰი, ემამ აშური, ტრეზეგე; მარმუში.
საუდის არაბეთმა კატარი 2022-ზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაცია გამოაცხო, როდესაც პირველ ტურში მომავალი ჩემპიონი არგენტინა 2:1 დაამარცხა.
ახლა ისინი იმავე წარმატების გამეორებას კიდევ ერთი სამხრეთამერიკული გრანდის, ურუგვაის წინააღმდეგ შეეცდებიან.
ერვე რენარის ხელმძღვანელობით საუდის არაბეთმა აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-4 რაუნდის B ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ზედიზედ მე-3 მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა.
ამავე დროს, ვეტერანმა სპეციალისტმა მარსელო ბიელსამ ურუგვაი სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ეტაპის მე-4 ადგილზე გაიყვანა და „სელესტემ“ ზედიზედ მე-5 მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
სავარაუდო შემადგენლობები
საუდის არაბეთი - ალ-აქიდი; აბდულჰამიდი, ალ-ტამბაქტი, ალ-ამრი, კადეში; ალ-ხაიბარი, კანო, ალ-ჯუვაირი; მანდაში, ალ-ბრიკანი, ალ-დავსარი.
ურუგვაი - მუსლერა; ვარელა, კასერესი, ოლივერა, სანაბრია; ვალვერდე, უგარტე, ბენტანკური; ნუნიესი, ვინასი, არაუხო.
ეს დაპირისპირება თითქმის 8 წლის შემდეგ გაიმართება, რაც გუნდები 2018-ში ერთმანეთს შეხვდნენ.
მაშინ ურუგვაი ეგვიპტესთან 1:0 გამარჯვების შემდეგ ასპარეზობდა, ხოლო საუდის არაბეთი მასპინძელ რუსეთთან 5:0 მარცხის შემდეგ რეაბილიტაციას ცდილობდა.
იმ მატჩში ერთადერთი გოლი ლუის სუარესმა პირველ ტაიმში კუთხურიდან მოწოდებული ბურთის შემდეგ გაიტანა და „სელესტეს“ მერვედფინალის საგზური გაუნაღდა.
ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026
ეს გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის ერთსა და იმავე გათამაშებაში პირველად მონაწილეობენ, შესაბამისად, სპორტის ყველაზე დიდ სცენაზე მათი პირველი დაპირისპირება შედგება.
ირანმა შესარჩევი ეტაპი ბრწყინვალედ ჩაატარა და 16 მატჩიდან მხოლოდ 1 წააგო, რის შედეგადაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეშვიდედ გავიდა.
ახალმა ზელანდიამ კი ოკეანეთის ზონაში იდეალური კამპანია ჩაატარა, ხუთივე მატჩი მოიგო, 29 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა, რითაც ისტორიაში მესამედ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის საგზური.
სავარაუდო შემადგენლობები
ირანი - ბეირანვანდი; იუსეფი/ჰარდანი, ჰოსეინ კანანი/ნემათი, ხალილზადე, მოჰამადი; ჯაჰანბახში/ღოლიზადე, ეზატოლაჰი, ღოდოსი, მოჰები; ღაიედი, ტარემი.
ახალი ზელანდია - კროკომბი/პაულსენი; პეინი, ბინდონი, სურმანი, კაკაჩე; სტამენიჩი, ბელი; ჯასტი, სინგჰი, რენდალი; ვუდი.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

