-
Aa
+
ფონტის ზომა
ვოზინიამ ესპანეთთან მოულოდნელი ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ დედამისი შეხვედრას ვერ დაესწრო, რადგან ვიზისთვის საჭირო საგარანტიო თანხის გადახდა ვერ შეძლო.
მან ვერ მოახერხა აქ ჩამოსვლა ვიზის გამო... იმ თანხის გამო, რაც ვიზისთვის უნდა გადავიხადოთ.
„დროულად ვერ მოვასწარით და ძალიან მინდა, რომ აქ იყოს.“ – უთხრა მან ჟურნალისტებს მატჩის შემდეგ.
კაბო ვერდე იმ 50 ქვეყანას შორისაა, რომელთა მოქალაქეებს ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით ვიზის მისაღებად 15 000 დოლარამდე ოდენობის საგარანტიო თანხის გადახდა მოეთხოვებათ, რადგან ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ამ ქვეყნების მოქალაქეებს ვიზის ვადის გადაცილების მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
ვოზინიას განცხადებაზე შეკითხვის საპასუხოდ, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოთამაშის დედის სახელზე ვიზის მოთხოვნის შესახებ ჩანაწერი არ არსებობს.
მან ასევე დასძინა, რომ „ყველა ფეხბურთელის ნათესავი გათავისუფლებულია ამ საგარანტიო გადასახადისგან“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს არ აქვს ჩანაწერი, რომ ამ პირმა ვიზაზე განაცხადი შეიტანა.
ფეხბურთელების ყველა ნათესავს შეუძლია ისარგებლოს ვიზის საგარანტიო თანხისგან გათავისუფლებით და დეპარტამენტი აქტიურად უკავშირდება მოთამაშის ოჯახს, რათა სავიზო პროცედურებში დახმარება გაუწიოს,“ – განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
საქმის დეტალებში გარკვეულმა წყარომ აღნიშნა, რომ, მისი ინფორმაციით, ვოზინიას დედას ამჟამად მოქმედი პასპორტი არ აქვს და მისი მიღების პროცესშია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ „საგარანტიო მოთხოვნა გაუქმდება სპორტსმენებისთვის და გუნდის წევრებისთვის – მათ შორის მწვრთნელებისთვის, აუცილებელი დამხმარე პერსონალისა და უახლოესი ნათესავებისთვის – იმ ქვეყნებიდან, რომლებიც 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობენ და აკმაყოფილებენ ვიზის მისაღებად აუცილებელ ყველა მოთხოვნას.“
ეს მართლაც თავბრუდამხვევი აღმასვლაა 40 წლის ვოზინიასთვის, რომელიც პორტუგალიის მეორე დივიზიონში თამაშობს.
მან ესპანეთთან მატჩში 7 მოგერიება დააგროვა და თავისი ქვეყნის პირველი მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრაში ტურნირის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი შეაჩერა.
ბევრი ვარაუდობდა, რომ ვოზინია და კაბო-ვერდე ევროპის ჩემპიონებთან უშანსოდ დამარცხდებოდნენ, როგორც ეს მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტანტ კიურასაოს შემთხვევაში მოხდა, როდესაც გერმანიამ მეტოქე 7:1 გაანადგურა.
თუმცა, ვოზინიამ და მისმა მცველებმა 90 წუთის განმავლობაში წარმატებით გაანეიტრალეს ესპანეთის შეტევა და თავიანთი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი დააფიქსირეს.
დაახლოებით 530 ათასი მოსახლით დასახლებულმა კუნძულოვანმა სახელმწიფომ ეს ისტორიული შედეგი დიდი ზეიმით აღნიშნა და მსოფლიოს ბევრმა ქვეყანამ მათთან ერთად იზეიმა, რამაც აქამდე ნაკლებად ცნობილ მეკარეს სწრაფად მოუტანა პოპულარობა.
ბრაზილიური ტელემაუწყებლის მხარდაჭერის შემდეგ, ვოზინიას ინსტაგრამის გამომწერთა რაოდენობა დაახლოებით 50 ათასიდან 9.7 მილიონამდე გაიზარდა.
კაბო ვერდე შემდეგ მატჩს ურუგვაის წინააღმდეგ გამართავს.

თაზო ჩარკვიანი
კომენტარები

