სამხრეთ ამერიკული გუნდებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასაწყისი საკმაოდ იმედგამაცრუებული გამოდგა.
მუნდიალის პირველ ტურში კონტინენტის წარმომადგენლებმა სამი მატჩი გამართეს და ვერცერთში გამარჯვების მოპოვება ვერ შეძლეს.
ტურნირის გახსნით ეტაპზე ეკვადორის ნაკრები ფილადელფიაში კოტ-დ’ივუართან 0:1 დამარცხდა, მიუხედავად იმისა, რომ სტადიონზე 68 000-ზე მეტი გულშემატკივარი ეკვადორელებს უჭერდა მხარს. მანამდე ბრაზილიის ნაკრებმა მაროკოსთან ფრედ (1:1) ითამაშა, ხოლო პარაგვაის ნაკრები თანამასპინძელ აშშ-სთან გამანადგურებელი ანგარიშით, 1:4 დამარცხდა.
სამხრეთ ამერიკელთა მოკრძალებულ შედეგებს მკვეთრად უპირისპირდება ჩრდილოეთ ამერიკული გუნდების წარმატებული ასპარეზობა. მექსიკამ სამხრეთ აფრიკა 2:0 დაამარცხა, აშშ-მა პარაგვაი გაანადგურა, ხოლო კანადამ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან ფრის შედეგად ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა მუნდიალზე.
გუნდების თავკაცები შექმნილ სიტუაციას მტკივნეულს უწოდებენ და მათ გაკვეთილად აფასებენ. პარაგვაის მწვრთნელმა გუსტავო ალფარომ ღიად აღიარა აშშ-ის ნაკრების ტაქტიკური და ფიზიკური უპირატესობა. თავის მხრივ, ბრაზილიის მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გულშემატკივრებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ახსენებს, რომ მუნდიალი პირველი მატჩით არ იგება - ამის მაგალითად მან არგენტინის ნაკრები მოიყვანა, რომელმაც წინა ჩემპიონატი წაგებით დაიწყო, საბოლოოდ კი ტიტული მოიპოვა.
სამხრეთ ამერიკულ გუნდებს გამოსწორების შანსი მომდევნო თამაშებში ექნებათ: ურუგვაი საუდის არაბეთს, არგენტინა ალჟირს, ხოლო კოლუმბია დაუპირისპირდება.