ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

გრემ პოტერის კომენტარი მატჩის შემდეგ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

გრემ პოტერის კომენტარი მატჩის შემდეგ

15 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გრემ პოტერი, აღფრთოვანებული იყო მას შემდეგ, რაც მისმა გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატის კამპანია ორშაბათს საღამოს, ესტადიო მონტერეიზე, ტუნისის 5-1 განადგურებით დაიწყო.


ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ იმ გუნდისგან, რომელიც საკვალიფიკაციო ეტაპზე სუსტად ასპარეზობდა. შვედებმა შეცდომებით აღსავსე ტუნისს დამაჯერებელი თამაშით მოუგეს. მატჩის პირველი და ბოლო გოლები ბრაიტონის ნახევარმცველმა, იასინ აიარიმ გაიტანა, თავი გამოიჩინა მატიას სვანბერგმაც, ვარსკვლავურმა დუეტმა - ალექსანდერ ისაკმა და ვიქტორ გიოკერეშმა ასევე შეძლეს მეტოქის კარის აღება.

პოტერი მატჩის შემდეგ ძალიან გახარებული იყო, თუმცა, როგორც ჩანს, თამაშის მსვლელობისას დაზიანება მიიღო. ფოტოებზე ჩანდა, რომ მას მარჯვენა ყურიდან სისხლი მოსდიოდა.

„არ ვიცი, რა მოხდა. ვიღაცამ დამკაწრა ან მიკბინა. ვიდეოჩანაწერს უნდა ვუყურო და გავაანალიზო“, – იხუმრა მან შვედურ გამოცემა Sportbladet-თან საუბრისას.


პოტერმა განაცხადა:


ძალიან კმაყოფილი ვარ ფეხბურთელებით. ჩვენ ვიცით წინა ხაზზე მყოფი მოთამაშეების ინდივიდუალური ხარისხი, მაგრამ მათ სჭირდებოდათ, რომ გუნდს ერთიანად ემუშავა. იდეალურები არ ვყოფილვართ, თუმცა, ვფიქრობ, მატჩის დასაწყისში თამაშს კარგად ვაკონტროლებდით.

ჩვენ მხოლოდ იმაზე ვფოკუსირდებით, რაც ჩვენს ხელთაა, ჩვენს საკუთარ თამაშზე. არ აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ გარედან ან რა მოსაზრებები აქვთ.


შვედეთს საკმაოდ რთულ F ჯგუფში კიდევ ელის შეხვედრები იაპონიასა და ნიდერლანდებთან, რომლებმაც კვირას მატჩი ფრედ, 2-2 დაასრულეს.

მონტერეიში ნაჩვენებმა თამაშმა შვედ გულშემატკივრებს იმედები გაუცოცხლა მას შემდეგ, რაც გუნდს საშინელი საკვალიფიკაციო ეტაპი ჰქონდა – მათ თავიანთ ჯგუფში ვერცერთი თამაშის მოგება ვერ შეძლეს, რის გამოც მდგომარეობის გამოსასწორებლად პოტერი მთავარ მწვრთნელად გვიან დანიშნეს.

საბოლოოდ, მათ ფინალურ ეტაპზე გასვლა ერთა ლიგის პლეი-ოფის წყალობით მოახერხეს, სადაც უკრაინა და პოლონეთი დაამარცხეს და ასე მოხვდნენ ამ ზაფხულის ტურნირზე, რომელიც აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში ტარდება.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

გიოკერეში
ისაკი
მსოფლიო ჩემპიონატი
შვედეთი
sweden
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი ლივერპულის დუეტს აკრიტიკებს: "მათ მიმართ ზედმეტად კეთილები ხართ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნევილი ლივერპულის დუეტს აკრიტიკებს: "მათ მიმართ ზედმეტად კეთილები ხართ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

24 აგვ, 2026

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

News image

24 აგვ, 2026

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

News image

24 აგვ, 2026

ნევილი ლივერპულის დუეტს აკრიტიკებს: "მათ მიმართ ზედმეტად კეთილები ხართ"

News image

12 სთ წინ

ბარტერული გარიგება? - ვის გაცვლას აპირებს არსენალი ალვარესისთვის?

კომენტარები

ლინკის დაკოპირება