მილანისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ჯენარო გატუზომ Festival dello Sport-ის მიმდინარეობისას 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ისტორიული გამარჯვება გაიხსენა.
„იმ განაცხადში საერთოდ არ უნდა მოვხვედრილიყავი, რადგან ტურნირამდე 10 დღით ადრე შვეიცარიასთან ამხანაგურ მატჩში კუნთი გამიწყდა და თვენახევარი უნდა გამეცდინა.
აღდგენისთვის დღეში 13-14 საათს ვვარჯიშობდი. იტალიიდან წასვლისას, „კალჩოპოლის“ სკანდალის გამო, ხალხი პომიდვრებს გვესროდა, თუმცა ეტაპობრივად შევძელით იმ შედეგამდე მისვლა, რასაც საბოლოოდ მივაღწიეთ.
იმ წარმატების არქიტექტორი მარჩელო ლიპი იყო, რომელმაც ყველაფერი გააკეთა ერთიანი კოლექტივის შესაქმნელად. წარმოუდგენელი გუნდი ვიყავით.
მასწავლებელი გვრთავდა ნებას, შუაღამემდე სასტუმროში ცოლები და შვილები მოგვეყვანა. ჩვეულებრივ, ოჯახურ სასტუმროში ვცხოვრობდით და არა ხუთვარსკვლავიანში. მას კალაბრიელები მართავდნენ - წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენი ბილეთი დამიჯდა ეს.
იმ გამარჯვების საიდუმლო სწორედ ასეთ ოჯახურ გარემოში ცხოვრებაში იმალებოდა", - გაიხსენა გატუზომ.