• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
რატომ არ აღნიშნა აიარიმ გოლი?
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

რატომ არ აღნიშნა აიარიმ გოლი?

15 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრაიტონის ვარსკვლავმა, იასინ აიარიმ მსოფლიო ჩემპიონატის სადებიუტო მატჩში ტუნისის 5-1 განადგურებაში უდიდესი როლი ითამაშა, თუმცა პირველი გოლის გატანის შემდეგ მან აღნიშვნაზე უარი თქვა.


22 წლის ფეხბურთელმა მატჩის მე-7 წუთზე, ესტადიო მონტერეიზე, ვიქტორ გიოკერეშის დაბლოკილი დარტყმის შემდეგ ბურთი მახვილი კუთხიდან ზუსტად გაგზავნა ტუნისის ნაკრების მეკარის, აბდელმუჰიბ შამახის კარში.

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ასეთი საოცარი დებიუტი ჰქონდა, ახალგაზრდა ნახევარმცველს გოლი არ აღუნიშნავს – მან ხელები მაღლა ასწია და მეტოქე გუნდის გულშემატკივრებს სიმბოლურად ბოდიში მოუხადა.

აიარიმ ეს გადაწყვეტილება საკუთარი წარმომავლობის გამო მიიღო. ის შვედეთის ქალაქ სოლნაში დაიბადა, თუმცა მამამისი, აზუზ აიარი, წარმოშობით ტუნისელია. იასინი შვედეთის ახალგაზრდულ ნაკრებებში თამაშობდა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ მას ტუნისის ეროვნულ გუნდში თამაში შესთავაზეს, რაზეც ფეხბურთელმა უარი თქვა.

როდესაც მამამისს შვილის ამ არჩევანზე ჰკითხეს, მან შვედურ გამოცემა Aftonbladet-თან განაცხადა, რომ სრულად უჭერდა მხარს ამ გადაწყვეტილებას:


არა, მე მინდოდა, რომ მას შვედეთის ნაკრებში ეთამაშა. მან უნდა იგრძნოს, რომ ვალს უბრუნებს იმ ქვეყანას, რომელიც მასზე ზრუნავდა.


თავად იასინმა კი თქვა:


მე შვედეთში დავიბადე, თავს შვედად ვგრძნობ და ეს ის ქვეყანაა, რომლის წარდგენაც მინდა.


აიარი ბრაიტონს 2023 წელს შეუერთდა და იმავე წელს შვედეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტიც შედგა. შაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ტუნისის ნაკრების მწვრთნელმა, საბრი ლამუშიმაც გამოხატა მხარდაჭერა ფეხბურთელის მიმართ:


მე ვიცნობ მას და მის ძმას. მან არჩევანი გააკეთა, რასაც დიდ პატივს ვცემ, ის ძალიან კარგი მოთამაშეა. მატჩის შემდეგ მას წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ მხოლოდ მატჩის შემდეგ.


შეხვედრის ბოლო წამებზე აიარიმ შორეული დარტყმით მეორე გოლიც გაიტანა. ამჯერად მან გოლი ბევრად ემოციურად აღნიშნა – მუხლებზე გასრიალდა და შვედი გულშემატკივრების წინაშე ყურზე ხელი მიიტანა.

ანანო მკალავიშვილი

ანანო მკალავიშვილი

მსოფლიო ჩემპიონატი
შვედეთი
sweden
tunisia
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

21 აგვ, 2026

ფეხბურთი ამჯერად მაინც დაბრუნდება სახლში?

News image

22 აგვ, 2026

ინფანტინომ მელოტ ჟურნალისტს დასცინა

News image

24 აგვ, 2026

ჩეფერინი ინფანტინოს აკრიტიკებს: "მისთვის ახლა ორი გზა არსებობს..."

News image

24 აგვ, 2026

ნოიერმა საოცარი რეკორდი დაამყარა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება