როდრიმ მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო-ვერდესთან ფრის (0:0) შესახებ ისაუბრა.
„არ გამოვიდა, თუმცა საკუთარ თავს ბევრი რამის გამო ვერ ვუსაყვედურებთ.
ვიცოდით, რომ ამ მატჩში მოთმინებით თამაში იქნებოდა საჭირო. მეტოქე დაცვაში ჩაჯდა, ჩვენ მომენტებს ვქმნიდით, მაგრამ გოლის გატანა ვერ შევძელით.
ასეთ ფიზიკურად ძლიერ და ჩაკეტილ გუნდთან დაპირისპირება რთულია. პოზიტიური მომენტი ისაა, რომ მეტოქეს პრაქტიკულად არანაირი საფრთხე არ შეუქმნია, თუმცა რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ.
გუნდი ცდილობდა, შეთანხმებულად ვთამაშობდით, მაგრამ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ასე ღრმად იხევს უკან, ბევრ მომენტს ვერ შექმნი, ამიტომ მათი რეალიზებაა საჭირო.
ისინი სწორედ ასე თამაშობენ და ცენტრალური ხაზის გადმოკვეთას არც აპირებენ. რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ. რაც უფრო მეტს ვითამაშებთ ასეთ სტილში, მით უფრო უკეთესები გავხდებით“, – განაცხადა ესპანეთის ნაკრებისა და მანჩესტერ სიტის ნახევარმცველმა La 1-ის ეთერში.