• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
მუნდიალის მე-6 დღე - საქმეში წინა მსოფლიოს ფინალისტები ერთვებიან
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

მუნდიალის მე-6 დღე - საქმეში წინა მსოფლიოს ფინალისტები ერთვებიან

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ბოლოსწინა დღეა და დღეს საქმეში წინა მუნდიალის ორი ფინალისტი ერთვება.


საფრანგეთი - სენეგალი [23:00]


დღეს დიდიე დეშამის გუნდი ზედიზედ მე-3 ფინალისაკენ მიმავალ გზას აფრიკული ნაკრების წინააღმდეგ დაიწყებს. ტრადიციულად, მამლები ერთ-ერთ მთავარ ფავორიტებად მოიაზრებიან და მეტლაიფ სტედიუმზე თავისი ფავორიტობის განმტკიცებას ტურნირის დამაჯერებელი დაწყებით შეეცდებიან.


სენეგალისთვის ეს ისტორიაში მე-4 მუნდიალი იქნება. გუნდმა რამდენიმე თვის წინ აფრიკის თასის დრამა გადაიტანა, როცა ტიტული ოფისებში წაართვეს და ახლა საკუთარი სიძლიერის დამტკიცებას ორმაგი მოტივაციით შეეცდება. სხვათაშორის, საუკეთესო შედეგი აფრიკელებს 2002 წელს აქვთ დაფიქსირებული, როცა 1/4 ფინალში შეძლეს გასვლა.


ამ გუნდების ერთადერთი დაპირისპირება სწორედ იმ 2002 წლის მუნდიალზე შედგა, როცა მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა საფრანგეთმა ტურნირი სენეგალთან სენსაციური მარცხით (0:1) დაიწყო და საბოლოოდ, გოლის გატანის გარეშე, ჯგუფში მე-4 ადგილზე დაასრულა. სენეგალი მაშინ იმ გამარჯვების დამსახურებით, ჯგუფიდან 5 ქულით, მეორე ადგილიდან გავიდა.


სავარაუდო შემადგენლობები


საფრანგეთი: მენიო, კუნდე, სალიბა, უპამეკანო, ლუკას ერნანდესი, ჩუამენი, რაბიო, ოლისე, დემბელე, დუე, მბაპე


სენეგალი: დიავი, დიატა, მ. სარი, ნიახატე, დიუფი, გეიე, დიარა, პ.სარი, ი.სარი, ჯექსონი, მანე.


ერაყი - ნორვეგია [02:00]


ერაყისთვის ეს ისტორიაში მხოლოდ მეორე მუნდიალია. პირველად ისინი ტურნირზე 1986 წელს გავიდნენ, როცა 0 ქულითა და მხოლოდ 1 გატანილი გოლით ასპარეზობა ჯგუფში ბოლო ადგილზე დაასრულეს. ამიტომ, თავისი საუკეთესო შედეგის გამეორება ნაკრებს დღესვე შეუძლია. გუნდს თავდაჯერებას მუნდიალის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩატარებული ამხანაგური მატჩიც მატებს, რომელშიც ერაყელებმა ესპანეთთან არ წააგეს (1:1).


20+ წლიანი გვალვის შემდეგ, ნორვეგიაში ზეიმის საფუძველი მიეცათ, რადგან კარგი ნაკრები და საოცარი თაობა წამოეზარდათ. ნორვეგიისთვის ეს ისტორიაში მე-4 და ამ საუკუნეში პირველი მუნდიალი იქნება. უკანასკნელად გუნდს ამ ტურნირზე 1998 წელს აქვს ნათამაშები, როცა 1/8 ფინალში შეძლო გასვლა. ეს არის მათი საუკეთესო შედეგიც მსოფლიო ჩემპიონატებზე. 


სავარაუდო შემადგენლობები


ერაყი: ჰასანი; ალი, ტაჰსინი, ჰაშიმი, დოსკი; ბაიეში, ისმაელი, ალ-ამარი, ფარჯი; ალ-ჰამადი, ჯასიმი.


ნორვეგია: ნილანდი; რაიერსონი, აიერი, ჰეგემი, ვოლფე; ედეგორი, ბერგე, აურსნესი; სორლოტი, ჰალანდი, ნუსა.


არგენტინა - ალჟირი [05:00]


თუ მსოფლიო მოქმედი ჩემპიონისა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის ყურება გინდა, გათენება მოგიწევს, მაგრამ მესის ფეხბურთში ბევრი არ აქვს დარჩენილი და ამიტომ, ნამდვილად ღირს. 


არგენტინელები ისტორიის გადაწერას და მსოფლიო ჩემპიონობის რაოდენობით გერმანიისა და იტალიის დაწევის მისიას ალჟირთან მატჩით დაიწყებენ, რომლის შემადგენლობაშიც, სხვათაშორის, ზინედინ ზიდანის ვაჟი, ლუკა ზიდანიც ირიცხება, რომელიც მეკარეა. თუმცა, მთავარ ლიდერებად სიტის ამჯამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები, აიტ ნური და რიად მაჰრეზი რჩებიან.


წინა, ტრიუმფალური მუნდიალის პირველი ნაბიჯი არგენტინამ საუდის არაბეთთან საუდის არაბეთთან სენსაციური მარცხით დაიწყო. ამიტომ, დღევანდელ მატჩში დაუფასებლობას ადგილი ალბათ აღარ უნდა ჰქონდეს.


ალჟირისთვის ეს ისტორიაში მე-5 მუნდიალი იქნება. 1982, 1986, 2010 და 2014 წლებში გუნდი სტაბილურად ჯგუფში რჩებოდა, ამიტომ წელს თუნდაც მე-3 ადგილით ჯგუფიდან გასვლა ნაკრებისთვის უკვე ისტორიული შედეგი იქნება.


სავარაუდო შემადგენლობები


არგენტინა: მარტინესი, მონტიელო, რომერო, ოტამენდი, მედინა, დე პოლი, მაკ ალისტერი, ენცო ფერნანდესი, მესი, ალმადა, ლაუტარო მარტინესი


ალჟირი: ზიდანი, აბადა, ბენსებაინი, აიტ ნური, ზერუკი, ბენტალები, მაჰრეზი, აუარი, ამურა, გუირი.


ავსტრია - იორდანია [08:00]


ავსტრია: ა. შლაგერი; ლაიმერი, ლინჰარტი, ალაბა, მვენე; ქ. შლაგერი, ზაივალდი; შმიდი, ზაბიცერი, გრეგორიჩი; არნაუტოვიჩი.


აბულაილა; ობაიდი, ალ-არაბი, ნასიბი; ჰადადი, ალ-რაშდანი, ალ-რავაბდეჰი, აბუ ტაჰა; ტამარი, ოლვანი, ფახური.

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

argentina
austria
france
iraq
jordan
მსოფლიო ჩემპიონატი
senegal
მსოფლიო ჩემპიონატი 2026

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

სკანდალი მუნდიალზე - ირანის ნაკრებს აშშ-ის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება აიძულეს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სკანდალი მუნდიალზე - ირანის ნაკრებს აშშ-ის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება აიძულეს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტარემი: „ეს ჩვენთვის კატასტროფაა, ფიფა მეტად უნდა გვეხმარებოდეს!“

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ტარემი: „ეს ჩვენთვის კატასტროფაა, ფიფა მეტად უნდა გვეხმარებოდეს!“
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი ბრაზილიას მე-2 მატჩშიც გამოაკლდება

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ნეიმარი ბრაზილიას მე-2 მატჩშიც გამოაკლდება
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

1 სთ წინ

სკანდალი მუნდიალზე - ირანის ნაკრებს აშშ-ის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება აიძულეს

News image

1 სთ წინ

ტარემი: „ეს ჩვენთვის კატასტროფაა, ფიფა მეტად უნდა გვეხმარებოდეს!“

News image

1 სთ წინ

ნეიმარი ბრაზილიას მე-2 მატჩშიც გამოაკლდება

News image

11 წთ წინ

როდრი: „მეტოქეს ჩვენს ნახევარზე გადმოსვლაც კი არ უნდოდა"

კომენტარები

ლინკის დაკოპირება