ირანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ამირ გალენოიმ განაცხადა, რომ გუნდს აშშ-ის ტერიტორიის დატოვება ახალ ზელანდიასთან გამართული მატჩისთანავე (2:2) უბრძანეს.
თამაში ლოს-ანჯელესში ჩატარდა. იქვე გაიმართება გუნდის მეორე მატჩიც – ბელგიის წინააღმდეგ (თბილისის დროით – 21 ივნისს, 23:00 საათზე).
მანამდე ცნობილი გახდა ნაკრების აშშ-ის ტერიტორიაზე ყოფნის პირობები. გუნდს იქ ყოფნის ნებართვა მისცეს უშუალოდ თამაშების ჩატარების დღეებში. მათი საწვრთნელი ბაზა კი მექსიკის ტერიტორიაზე, ტიხუანაში მდებარეობს (ლოს-ანჯელესიდან 225 კილომეტრში).
„აღდგენისთვის დროც კი არ მოგვცეს. თამაშის შემდეგ გვითხრეს: „თქვენ დაუყოვნებლივ უნდა წახვიდეთ“. აღდგენის დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენ გვიბრძანეს, თვითმფრინავში ჩავმსხდარიყავით და ტიხუანაში დავბრუნებულიყავით. ეს ჩვენ ძალიან გვაშფოთებს.
სიმართლე გითხრათ, არ ვიცით, რატომ გვექცევიან ასე. ეს უცნაურად მეჩვენება. გადაწყვეტილებები მიიღება არა ფიფაში, არამედ სადღაც სხვა ადგილას. ჩვენ თამაშამდე ორი დღით ადრე უნდა ჩავსულიყავით, მატჩის შემდეგ ღამე იქ დაგვეღამებინა აღდგენისთვის და ბაზაზე ხვალ ლანჩისთვის დავბრუნებულიყავით.
წარმოდგენა არ გვაქვს, რატომ ხდება ასე. მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს გუნდს ყველაზე მეტად ავიწროებენ“, – განაცხადა გალენოიმ.
ამასთან, მწვრთნელს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ უბრძანა გუნდს აშშ-ის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება.