ნეიმარი მსოფლიო ჩემპიონატზე ჰაიტის წინააღმდეგ მატჩში ვერ ითამაშებს.
ჟურნალისტ რაისა სიმპლისიოს ინფორმაციით, ბრაზილიის ნაკრების ფორვარდს ტრავმა ჯერ კიდევ არ მოუშუშებია, თუმცა მისი აღდგენის პროცესი გრაფიკის შესაბამისად მიმდინარეობს.
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში ბრაზილიის ნაკრების მატჩი ჰაიტის წინააღმდეგ შაბათს, 20 ივნისს გაიმართება. მანამდე ნეიმარმა ტურნირზე ბრაზილიელთა პირველი შეხვედრაც გამოტოვა მაროკოსთან (1:1).
34 წლის ბრაზილიელი მიღებული დაზიანების გამო უკვე ერთი თვეა არ თამაშობს.
არაა გამორიცხული, მწყობრში სრულად დაბრუნება ნეიმარმა მხოლოდ პლეი-ოფის მატჩებისთვის შეძლოს.