ირანის ნაკრების კაპიტანი მეჰდი ტარემი იმაზე, რომ გუნდმა მატჩების შემდეგ აშშ უნდა დატოვოს: ჩვენთვის ეს კატასტროფასავითაა.
სკანდალი მუნდიალზე - ირანის ნაკრებს აშშ-ის ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვება აიძულეს
ირანის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, მეჰდი ტარემიმ მუნდიალი 2026-ის პირველ ტურში ახალ ზელანდიასთან ფრის (2:2) შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ გუნდმა თამაშების შემდეგ აშშ-ის ტერიტორია უნდა დატოვოს.
მანამდე, ქვეყნებს შორის არსებული შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე, ირანის დელეგაციის ზოგიერთ წევრს აშშ-ში შესვლაზე უარი უთხრეს. გუნდის ძირითადი ბაზა კი ამერიკიდან მექსიკაში იქნა გადატანილი.
„ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა დავტოვოთ ლოს-ანჯელესი და ეს ჩვენთვის ცუდია. ვფიქრობ, ფიფა მეტად უნდა გვეხმარებოდეს… საერთოდ, ეს ყველაფერი ჩვენთვის კატასტროფასავითაა“, – განაცხადა ტარემიმ.