საქართველოს ნაკრებმა წყალბურთის ევროპის ჩემპიონატზე, ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ხორვატიასთან ითამაშა და დიდი სხვაობით დამარცხდა - 7:18.
ევროპის მოქმედმა ვიცე-ჩემპიონებმა ჩვენებს ოთხივე ტაიმი მოუგეს, საერთო ჯამში კი 11-ბურთიანი სხვაობით გაიმარჯვეს.
ქართველმა წყალბურთელებმა ტურნირის პირველ ტურში საბერძნეთთან წააგეს (6:20) და ჯერჯერობით უქულოდ არიან.
გადამწყვეტი მატჩი, რომლითაც შემდეგ ეტაპზე გამსვლელ-არგამსვლელი გაირკვევა, სლოვენიის ეროვნულ გუნდთან იქნება - 15 იანვრის 21:00 საათზე.