VIDEO: მზადება ევროსთვის - ფუტსალის ნაკრები შეკრებას გაფართოებული შემადგენლობით გადის
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატამდე დასკვნით საწვრთნელ შეკრებას თბილისში გადის.
ზედიზედ მეორე ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი გუნდი გაფართოებული, 18-კაციანი შემადგენლობით ემზადება.
ნაკრები ლატვიაში 18 იანვარს გაემგზავრება, 19 იანვარს კი, მთავარი მწვრთნელი, ავთანდილ ასათიანი 14-კაციან შემადგენლობას დაასახელებს, რომელიც ევრო 2026-ზე ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს.
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ლევან სვანიძე (პსპ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი) გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში იასპარეზებს და 21 იანვარს - ლატვიას, 25 იანვარს - ხორვატიას, ხოლო 28 იანვარს საფრანგეთს შეხვდება.