ლევან შენგელიას ოფი საბერძნეთის თასის 1/2 ფინალში გავიდა - ათენის აეკ-ს 1/4 ფინალში 1:0 მოუგეს.
ქართველი გარემარბი კრეტელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და მე-60 წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 0:0 იყო - მისმა გუნდმა გამარჯვების გოლი მე-80 წუთზე გაიტანა.
ოფი 1/2 ფინალურ ეტაპზე შეხვდება ლევადიაკოსს, მეორე 1/2 ფინალში კი პანათინაიკოსი და პაოკ-ი დაუპირისპირდებიან. ნახევარფინალური ეტაპი, 1/4 ფინალებისგან განსხვავებით, 2-მატჩიანი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ოფი საბერძნეთის თასის 1987 წლის ჩემპიონია, 1990 და 2025 წლებში კი ფინალში დამარცხდა. გასული წლის ფინალში შენგელიამ შეცვლაზე, 64-ე წუთიდან ითამაშა - მისმა გუნდმა ოლიმპიაკოსთან 0:2 წააგო.
ლევან შენგელია ოფი-ს ძირითადი შემადგენლობის სტაბილური წევრია და მიმდინარე სეზონში 21 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული.