ფირუგული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, ანასტასია გუბანოვამ გამოსვლა მე-11 ადგილზე დაასრულა.
საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენმა მოკლე პროგრამაში მიიღო მონაწილეობა, 56.17 ქულა დაიმსახურა და საუკეთესო ათეულში მოხვედრამდე ცოტა დააკლდა.
ცნობისთვის, შეჯიბრების პირველ დღეს ასევე მოკლე პროგრამაში იასპარეზა ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას სპორტულმა წყვილმა და მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
ანასტასია გუბანოვა 2023 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა და ქართული ციგურაობის ისტორიაში პირველი სპორტსმენია, რომელმაც კონტინენტის ჩემპიონის სტატუსი მიიღო. 2024 და 2025 წლებში კი, ასევე ევროპის ჩემპიონატზე, ვერცხლის მედლები მოიპოვა.