ქართველი მორაგბე, ნიკა აბულაძე ფრანგული მონპელიედან კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს და ყოფილ გუნდში დაბრუნდება.
სოციალური მედია FreeRugby-ს ინფორმაციით, აბულაძე ექსეტერ ჩიფსთან 2+1 სისტემის კონტრაქტს გააფორმებს და ახალ გუნდს უახლოეს პერიოდში შეუერთდება.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერი სპორტული სააგენტო GEO Ovali-ს ჩართულობით განხორციელდა.
30 წლის აბულაძე მონპელიეში 2024 წელს, სწორედ ექსეტერიდან გადავიდა, რომელიც რიგებში 2023-24 წლებში თამაშობდა.