ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე, ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
დიდ ბრიტანეთში მიმდინარე ტურნირზე, სპორტული ცეკვების მოკლე პროგრამაში, ჩვენმა დუეტმა 75.96 ქულა დააგროვა და მცირე ოქროს მედალს დაეუფლა.
ბერულავა-მეტელკინას წყვილმა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე - ვერცხლის მედალი, ხოლო 2025 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო.