ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, იბერია 1999-ის მორიგი გამარჯვების შემდეგ, თავისი მატჩი გორის დილამაც მოიგო. შიდა ქართლელებმა დინამო ბათუმს აჭარაბეთ არენაზე აჯობეს - 2:1.
შეხვედრაში ანგარიში მასპინძლებმა 21-ე წუთზე გახსნეს, როცა ახლგაზრდა ლევან ხოზრევანიძემ პოზიცია კარგად შეარჩია და შეტევა ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. 19 წლის ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონში მე-4 გოლია.
გორელებმა მეორე ნახევარში ორი გოლი გაიტანეს, ორივე შემთხვევაში ის ჩაწოდებას მოჰყვა და ორივე ჯერზე ასისტი ჟან-მარკ ტიბუმ მიითვალა, გოლები კი არუნა უატარას ანგარიშზე გახლდათ.
უატარამ მიმდინარე სეზონში 8 საგოლე მოქმედება დააგროვა - 6 გოლი და 2 ასისტი, ხოლო ტიბუს აქტივში უკვე 7 საგოლე პასია (4 გოლთან ერთად).
33 ტურის შემდეგ, დილამ 71 ქულა მოაგროვა, იბერია 1999-ს გაუთანაბრდა და, ურთიერთშეხვედრათა შედეგების გამო, მე-2 ადგილზე იმყოფება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჩემპიონი დედაქალაქური გუნდი გახდება.
გორელები 26 ნოემბერს წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლებენ, რის შემდეგაც 30-ში კოლხეთს ესტუმრებიან და 6 დეკემბერს დინამო თბილისს მიიღებენ.