ტაილანდის ქალაქ კორაში მიმდინარე პარაფარიკაობის მსოფლიო თასის პირველ დღეს, საქართველოს ქალთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო.
ფინალში ერთმანეთს გვანცა ზადიშვილი და ნინა თიბილაშვილი შეხვდნენ - ზადიშვილმა 15:13 გაიმარჯვა და ოქროს მედალი მოიგო, თიბილაშვილს კი ვიცე-ჩემპიონის სტატუსი და ვერცხლის მედალი ერგო.
ირმა ხეცურიანმა, მესამე ადგილისთვის შეხვედრაში, გერმანელი ჰატერსი, ანგარიშით 15:7, დაამარცხა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.