კატარის დედაქალაქ დოჰაში გასამართი ბრძოლის წინ, ალექსანდრე თოფურიამ წონა წარმატებით ჩააბარა.
ქართველმა მებრძოლმა სასწორზე 135.5 ფუნტი (61.5 კგ) დააფიქსირა, მისმა მეტოქე ბეკზატ ალმახანმა კი - 136 ფუნტი (61.7 კგ).
წონები წარმატებით დააფიქსირეს ღონისძიების მთავარი ბრძოლის მონაწილეებმაც - დენ ჰუკერმა (155.5 ფუნტი) და არმან ცარუკიანმა (156 ფუნტი).
თოფურია და ალმახანი ღონისძიების პრელიმ ქარდზე იბრძოლებენ, რომელიც 22 ნოემბერს 19:00 საათზე დაიწყება, მეინ ქარდი კი 22:00 საათიდან აიღებს სტარტს.
