ესპანეთეთის ქალაქ ლინარესში მიმდინარე ჭადრაკის გუნდურ მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი პირველ ადგილზე დაასრულა და პლეი-ოფში გავიდა.
ჩვენებმა ლიდერობა 1 ტურით ადრე გაინაღდეს, ბოლო ტურში, აუტსაიდერ საფრანგეთთან კი ლელა ჯავახიშვილსა და ბელა ხოტენაშვილს დასვენების საშუალება მიეცათ და მათ ნაცვლად ანასტასია კირთაძემ და კესარია მგელაძემ ითამაშეს.
ორივე ახალგაზრდა დამარცხდა, ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ კი შეხვედრები ყაიმით დაასრულეს. შესაბამისად, მატჩი ფრანგებმა 3:1 მოიგეს.
საბოლოოდ, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი, 8 ქულით, პირველ ადგილზე დაამთავრა, მას ჩინეთის ნაკრები 1 ქულით ჩამორჩა.
ხვალიდან ტურნირზე 1/4 ფინალები იწყება და ჩვენი გუნდის მეტოქე აზერბაიჯანის ნაკრებია. წყვილში გამარჯვებული ყაზახეთსა და ინდოეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედი გამარჯვებულია, ჯამში კი ტიტული 2-ჯერ აქვს მოგებული - 2015 და 2023. ბრინჯაოს მედალს კი 2010; 2011; 2017 და 2021 წლებში დაეუფლნენ.