აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში გამართულ ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გიგა ჯუფარაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
გათამაშება ელვისებურ ჭადრაკში ჩატარდა, ქართველმა სპორტსმენმა 9 ტურში 7.5 ქულა მოაგროვა და პირველ-მეხუთე ადგილები გაინაწილა, დამატებითი მაჩვენებლების შედეგად კი, მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მიიღო.
ტურნირის გამარჯვებული უზბეკი მუხამმაძოხიდ სუაროვი გახდა, ვერცხლის მედალი და ვიცე-ჩემპიონის სტატუსი კი აზერბაიჯანელ მურად იბრაჰიმს ერგო.