მარცხი ბილბაოში - ქუთაისმა ევროტურნირებზე გამოსვლა დაასრულა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქუთაისი 2010-მა FIBA Europe Cup-ის 2025-26 წლების გათამაშება ჯგუფურ ეტაპზე დაასრულა. იმერლები ესპანურ ბილბაოსთან სტუმრად დიდი სხვაობით დამარცხდნენ - 54:117.
ესპანელებმა ყველაზე დიდი უპირატესობა მოიპოვეს მე-2 მეოთხედში, რომელიც 38-ქულიანი სხვაობით, 41:3 მოიგეს. დანარჩენი 3 მეოთხედიც მათი გამარჯვებით აღინიშნა.
შედეგად, ქუთაისმა წლევანდელ FIBA Europe Cup-ის გათამაშებაზე გამოსვლა 1 მოგებითა და 5 მარცხით დაასრულა - ჩეხურ ბრნოს გასვლით შეხვედრაში აჯობეს.
კოტე ტუღუშის გუნდი სრულად შიდა ჩემპიონატ სუპერლიგაზე გადაერთვება - 4 მოგება აქვს და, თსუ-სთან ერთად, ჩემპიონატის პოტენციური თანალიდერია. 5 დეკემბერს, აუტსაიდერ გურჯაანის დელტასთან სტუმრად ითამაშებენ.