VIDEO: მორიგი გამარჯვება - მამუს ტორონტომ კონფერენციის მე-2 ადგილზე აინაცვლა
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა შესანიშნავი სვლა გააგრძელა და მორიგი გამარჯვება იზეიმა. ამჯერად ფილადელფიაში ადგილობრივი გუნდი დაამარცხეს - 121:112.
გადამწყვეტი გამოდგა მე-3 მეოთხედი, რომელიც რეპტორსმა 18-ქულიანი სხვაობით მოიგო და დასკვნით პერიოდს 15-ქულიანი უპირატესობით შეხვდა.
ტორონტოელთა მხრიდან, არ ჯეი ბერეტი და ბრენდონ ინგრამი გამოირჩნენ - 22-22 ქულა, კარგი მატჩი ჰქონდათ იაკობ პოელტლს (19 ქულა, 8 მოხსნა, 4 ასისტი), იმანუელ ქვიქლისა (19 ქულა, 5 მოხსნა, 6 ასისტი) და სკოტ ბარნსს (16 ქულა, 9 მოხსნა, 5 ასისტი).
რაც შეეხება მამუს, მან 15:10 წუთი ითამაშა და კანადელებს 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა შეჰმატა. 5-დან 2 - ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ასევე, 1 ჩაჭრა ჰქონდა.
15 მატჩის შემდეგ, ტორონტოს 10 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-2 ადგილზე აინაცვლა. გუნდმა ბოლო 10-დან 9 შეხვედრაში გაიმარჯვა.
კანადელები მომდევნო თამაშს, 22 ნოემბრის 04:30 საათზე, აღმოსავლეთ კონფერენციის ღრმა აუტსაიდერ ვაშინგტონ ვიზარდსთან შინ გამართავენ. დედაქალაქელებს 14-დან 13 მატჩი აქვთ წაგებული.