VIDEO: 11-დან 8 მოგება - გოგას ორლანდომ კლიპერსს დიდი სხვაობით მოუგო
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქმა, NBA-ის რეგულარულის თავისთვის მე-16 შეხვედრაში, ლოს ანჯელეს კლიპერსი დიდი სხვაობით დაამარცხა - 129:101.
ფლორიდელებმა ბოლო 11-დან მე-8 მატჩი მოიგეს და აღმოსავლეთ კონფერენციის საპლეიოფო ზონაში პოზიციები გაიმყარეს.
ქართველმა პარკეტზე 16:18 წუთი გაატარა, საკუთარ გუნდს კი 10 ქულა, 6 მოხსნა და 3 ასისტი შეჰმატა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში მეორედ, სროლის 100%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა - 3-დან 3 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო. ასევე, 2 ჩაჭრა და 1 დაკარგვა.
როგორც ვთქვით, ორლანდო ბოლო კვირებში კარგ ფორმაშია და ბოლო 11 თამაშში 8 გამარჯვება აქვს. ჯამში გუნდის აქტივში 9 მოგებაა, რაც აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8 ადგილზე ყოფნის საშუალებას აძლევს.
ბითაძის გუნდი მომდევნო თამაშს კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ ნიუ იორკ ნიქსთან გამართავს, რომელმაც საწყისი 14-დან ასევე 9 შეხვედრა მოიგო და მე-3 პოზიციას იკავებს. მატჩი 23 ნოემბრის 02:00 საათიდან დაიწყება.