VIDEO: იბერიამ ფოთში მოიგო - ლიდერობა განიმტიცა და დილას შედეგს ელოდება
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეროვნული ლიგის 33-ე ტურში, ლიდერმა იბერია 1999-მა გასვლით მატჩში ფოთის კოლხეთი 1:0 დაამარცხა და დილასთან სხვაობა 3 ქულამდე გაზარდა მინიმუმ იქამდე, სანამ გორელები დინამო ბათუმის წინააღმდეგ აჭარაში ითამაშებენ.
შეხვედრის ერთადერთი გოლი 23-ე წუთზე გავიდა - კუთხურის შემდეგ საჯარიმოში შექმნილი არეულობით გურამ გოშთელიანმა ისარგებლა და ბურთი მეგრელთა კარში თავით გადაგზავნა. მისთვის მიმდინარე სეზონში მე-6 საგოლე მოქმედებაა - 3-3 გოლი და ასისტი.
იბერიელები ინიციატივას ამის შემდეგაც ფლობდნენ, 39-ე წუთზე გაიტანეს გოლიც, რომელიც თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა, ჰქონდათ კიდევ რამდენიმე მომენტი, თუმცა მეტის გატანა ვეღარ შეძლეს. თავის მხრივ, კოლხეთს განსაკუთრებულად სახიფათო მომენტი არ შეუქმნია.
საბოლოოდ, გუგა ნერგაძის გუნდმა 33 ტურში 71 ქულა მოაგროვა და ლიდერობა მინიმუმ მომდევნო ტურამდე შეინარჩუნა.
შეგახსენებთ, თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჩემპიონი თბილისური გუნდი გახდება, რადგან დილასთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს - ოთხივე თამაში მოუგეს.
იბერია 1999 მომდევნო ტურში დინამო თბილისს მიიღებს - თამაში 26 ნოემბერს, ოთხშაბათსაა ჩანიშნული.