Geo Team-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ცსკა სოფიას კაპიტანი და ბულგარეთის ნაკრების 26 წლის მარჯვენა მცველი ივან ტურიცოვი კარიერას ბათუმის დინამოში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, სამედიცინო შემოწმება უკვე გავლილია და მხარეებს შორის 3.5-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
ივან ტურიცოვი მთელი კარიერა მშობლიურ ცსკა სოფიაში თამაშობდა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებში 22 მატჩი აქვს ჩატარებული.
აღსანიშნავია, რომ დავალიანების გამო სატრანსფერო აკრძალვის შემდეგ და ასევე ახალი ხელმძღვანელობის პირობებში ეს ბათუმელთა პირველი ტრანსფერი იქნება.
რამდენიმე დღის წინ, დინამო ბათუმმა აკადემიის აღზრდილ ორ ფეხბურთელთან - გურამ ჯაფარიძესთან და გიორგი ფუტკარაძესთან თანამშრომლობის ხელშეკრულებები 2028 წლამდე ოფიციალურად გაახანგრძლივა.
ეროვნული ლიგის გუშინდელ მატჩში დინამო ბათუმმა რუსთავი აჭარაბეთ არენაზე 1-0 დაამარცხა და 15 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 21 ქულით მე-5 ადგილზე იმყოფება.