გიორგი მიქაუტაძე ივნისის სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს.
Geo Team-ის ინფორმაციით, ატლეტიკოსთან მატჩში ქართველმა თავდამსხმელმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. ფეხბურთელი კვირის ბოლომდე ესპანეთში დარჩება და რეაბილიტაციას კლუბის ექიმების დაკვირვების ქვეშ გაივლის.
ჯერ-ჯერობით უცნობია, დაამატებს თუ არა ახალ ფეხბურთელს ვილი სანიოლი განაცხადში ტრავმირებული გიორგი მიქაუტაძის ნაცვლად.
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან მატჩს 2 ივნისს გამართავს, ხოლო ბაჰრეინთან შეხვედრა 5 ივნისს ჩატარდება - ორივე მათგანი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ივნისისთვის შემადგენლობა დაასახელა