ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

დიოგუ ჟოტა - ღიმილიანი შემართება
ფეხბურთიფეხბურთი

დიოგუ ჟოტა - ღიმილიანი შემართება

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

სიტყვების პოვნაც რთულია და მომხდარის დაჯერებაც...


დიოგუ ჟოტა ლივერპულის ქომაგების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ფეხბურთელი იყო. მუდამ ღიმილიანი, პოზიტიური და არასდროს ყურებჩამოყრილი.


მიუხედავად ხშირი ტრავმიანობისა, რომლებიც ბოლო წლებში ხშირად აწუხებდა, ის იყო შრომისმოყვარე თავდამსხმელი, რომელიც მზად იყო, ნებისმიერ შანსს ჩასჭიდებოდა და სწორედ ამის ხარჯზე ახერხებდა მნიშვნელოვანი გოლების გატანას, მათ შორის ამ სეზონშიც.


პირველი გოლი არნე სლოტის ეპოქაში - პრემიერ ლიგის პირველ ტურში, იფსვიჩთან. რა თქმა უნდა, ჟოტა.


გოლი იანვარში, ნოტინგემ ფორესტთან, მოედანზე შემოსვლისთანავე პირველივე შეხებით, რითაც ლივერპულმა ანგარიში გაათანაბრა. ღირს ავტორის დასახელება? ცხადია, დიოგუ ჟოტა.


საჩემპიონო სეზონში ლივერპულმა სამი მატჩი მოიგო ანგარიშით 1:0 და ორში ის ერთადერთი გოლი სწორედ დიოგუმ გაიტანა. აპრილში, ევერტონის კარში მის მიერ გატანილი გოლი - მისი თვისებების იდეალური კვინტესენციაა. ჩაძინებული მეტოქე გამოიჭირა, ლუის დიასისგან პასი მიიღო, ორი კაცი თითო მოძრაობით ჩამოიტოვა და შეაგდო.


თანაც, ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც იქამდე ერთი საათის განმავლობაში, ლივერპული ევერტონის ავტობუსის ადგილიდან დაძვრას უშედეგოდ ცდილობდა.


VIDEO: დიოგუ ჟოტას ბოლო გოლი


ეს გოლი ჟოტასთვის სამუდამოდ უკანასკნელი აღმოჩნდება.


დიოგუს კარისაკენ გზის გაკვალვა ყველაზე მჭიდრო დაცვაშიც შეეძლო და ბევრ მომენტს არ ანიავებდა. მაშინ, როცა პორტუგალიელს ტრავმა ჰქონდა, ფანები მის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდნენ, რადგან თავის 3-5 გოლს ის რთულ მომენტში გაიტანდა და ამას უტყუარად აკეთებდა კიდეც. ეს თვისება ხშირად სხვა შემტევებს აკლდათ და ამიტომ, სწორედ დიოგუს ელოდებოდნენ.


სლალომურ დრიბლინგს რომ არ ემუშავა, დიოგუს სხვა თვისებაც ჰქონდა - ის შორეულ ძელთან იმალებოდა და ჩაწოდებებს გოლად აქცევდა. რაღაც მომენტში, 178 სანტიმეტრიანი ფორვარდი თავით გატანილი გოლების რაოდენობით ტოპ 5 ლიგების ლიდერიც იყო და რონალდუსა და კეინზე მეტ გოლსაც იტანდა თავით.


დიოგუ ჟოტა არის შრომისმოყვარეობა და მორგებადობა. ცოტა ვინმეს თუ შეეძლო კლოპის ლივერპულის სასტარტოში რობერტო ფირმინოს შეცვლა, იმიტომ რომ ბრაზილიელს უნიკალური როლი ეკავა. დიოგუ კი მოვიდა და ეს გააკეთა. შეცვალა ბობი და საფეხბურთო მაგიად იქცა - თავისი თავის, მანეს და სალაჰის ნაცვლად ერთად აპრესინგებდა. გამოდიოდა ცენტრშიც, მარცხნივ და რამდენჯერმე - მარჯვნივაც კი.


"განადგურებული ვართ ჟოტას ტრაგიკული გარდაცვალებით" - ლივერპულის განცხადება


დიოგუ ჟოტა არის ფეხბურთისა და სიცოცხლის სიყვარული. მოედნის ფარგლებს გარეთაც კი ის მუდმივად თამაშზე ფიქრობდა. თავისუფალ დროს FIFA-ს თამაშობდა, რაშიც ფეხბურთელებს შორის ბადალი არ ჰყავდა და იმდენად წარმატებული იყო, რომ პროფესიონალური კიბერსპორტსმენის სტატუსიც მოიპოვა.


რა თქმა უნდა, რეალურ გოლებს ის წარმოსახვითი გეიმპადით ხელში აღნიშნავდა.



ბოლო რამდენიმე თვეში ჟოტა როგორც იქნა გახდა პრემიერ ლიგის ჩემპიონი და ტიტული თანაგუნდელებთან ერთად აღნიშნა.


ენფილდზე ზეიმისას თქვა, რომ პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ერთა ლიგას მოიგებდა და ეს გააკეთა კიდეც - უკვე მეორედ.


წავიდა დამსახურებულ შვებულებაში და იქორწინა სამი შვილის დედაზე, რომელთან ერთადაც ჯერ კიდევ სკოლის პერიოდიდან იყო.


თითქოს, ცხოვრება ახლა იწყებოდა - სამწუხაროდ, ამ ყველაფერს ბოლო გახეულმა საბურავმა მოუღო.


რამდენიმე წლის წინ, The Athletic-თან საუბარში ჟოტამ ფეხბურთზე დეტალურად ილაპარაკა, მაგრამ ინტერვიუ ძალიან არასაფეხბურთო ფრაზით დაასრულა:


„სიცოცხლით ბედნიერი ვარ. მინდა, ცხოვრებისგან სიამოვნება მივიღო და უბრალოდ ბედნიერი ვიყო."

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

ჟოტა
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"ეგრევე მივხვდი, რომ ფანებს ის განსაკუთრებით უყვარდათ", - სლოტი ჟოტას ვრცელი წერილით დაემშვიდობა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ეგრევე მივხვდი, რომ ფანებს ის განსაკუთრებით უყვარდათ", - სლოტი ჟოტას ვრცელი წერილით დაემშვიდობა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ოფიციალურად: ლივერპულმა 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტი: "მინდა, ღიმილიანი დიოგუ დავიმახსოვრო"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ტრენტი: "მინდა, ღიმილიანი დიოგუ დავიმახსოვრო"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ მომენტში ყველაზე მეტად მიჭირს" - კლოპი ჟოტაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ამ მომენტში ყველაზე მეტად მიჭირს" - კლოპი ჟოტაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

1 სთ წინ

"ეგრევე მივხვდი, რომ ფანებს ის განსაკუთრებით უყვარდათ", - სლოტი ჟოტას ვრცელი წერილით დაემშვიდობა

News image

1 სთ წინ

ოფიციალურად: ლივერპულმა 20-ნომრიანი მაისური ხმარებიდან სამუდამოდ ამოიღო

News image

1 სთ წინ

ტრენტი: "მინდა, ღიმილიანი დიოგუ დავიმახსოვრო"

News image

6 სთ წინ

"ამ მომენტში ყველაზე მეტად მიჭირს" - კლოპი ჟოტაზე