ჯანლუიჯი დონარუმამ ჯამალ მუსიალას ტრავმაზე ისაუბრა.
ბაიერნის შემტევმა კოჭი სწორედ მასთან შეტაკების დროს მიიღო. მატჩის შემდეგ მანუელ ნოიერმა აღნიშნა, რომ დონარუმამ იცოდა, რასაც აკეთებდა და რაზეც მიდიოდა.
"იცოდა, რასაც აკეთებდა", - ნოიერმა დონარუმა გააკრიტიკა
„მომხდარით სრულიად შოკირებული ვარ, მუსიალასთვის ზიანის მიყენება ნამდვილად არ მდომებია." - აღნიშნა პსჟ-ს მეკარემ.
მიღებული ტრავმის გამო მუსიალას 5-6 თვე გაუცდება, ფეხბურთელი მოედანზე წლის ბოლოსკენ უნდა დაბრუნდეს.