მანუელ ნოიერი ჯამალ მუსიალას ტრავმის ეპიზოდში ჯანლუიჯი დონარუმას ქმედებებით უკმაყოფილო დარჩა.
გერმანიის ნაკრებისა და ბაიერნის შემტევმა პსჟ-სთან მატჩში დონარუმასთან შეტაკების შედეგად მძიმე დაზიანება მიიღო.
მუსიალას ტრავმის სიმძიმე ცნობილია - რამდენ ხანს იუქმებს გერმანელი?
„იმ სიტუაციაში ასე თამაში არ იყო აუცილებელი.. დონარუმამ იცოდა, რასაც აკეთებდა და რომ ტრავმის მიყენების დიდი რისკი იყო.
მასთან მივედი და ვუთხარი: "არ გინდა, ჩვენს ფეხბურთელთან მიხვიდე?" პატივისცემა ამას მოითხოვს - მიხვიდე და ბიჭს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვო. კიდევ კარგი, მან ეს ბოლოს მაინც გააკეთა.
ასეთ სიტუაციებში სამართლიანი თამაში უმნიშვნელოვანესია. მე სულ სხვა რეაქცია მექნებოდა." - აღნიშნა ნოიერმა მატჩის შემდეგ.