ბაიერნის შემტევს ჯამალ მუსიალას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა.
ფეხბურთელმა დაზიანება მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, პსჟ-სთან შეხვედრაში მიიღო, როცა ჯანლუიჯი დონარუმასთან შეტაკების შედეგად კოჭი მოიტეხა.
ბაიერმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელს 7 ივლისს ოპერაცია ჩაუტარდა და სარეაბილიტაციო პროცესს ფეხბურთელი დღეიდანვე დაიწყებს.
თუ ყველაფერმა გართულების გარეშე ჩაიარა, ფეხბურთელი მინდორს ნოემბრის ბოლოს/ დეკემბრის დასაწყისში დაუბრუნდება.