მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ მატჩში, ჯამალ მუსიალამ ჯანლუიჯი დონარუმასთან ორთაბრძოლის შედეგად კოჭის მძიმე ტრავმა მიიღო.
ბაიერნმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფეხბურთელს კოჭის მოტეხილობა დაუდგინდა და ოპერაცია ესაჭიროება.
წინასწარი ვარაუდით, გერმანიის ნაკრების შემტევი მოედანს 5-6 თვით ჩამოშორდება და დაბრუნებას ნოემბრის ბოლოს/ დეკემბრის დასაწყისში მოახერხებს.
უახლოეს პერიოდში მუსიალას ოპერაცია ჩაუტარდება, რის შემდეგაც დაიწყება მისი სარეაბილიტაციო პროცესი.