3 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კარლო ანჩელოტი და პეპ გვარდიოლა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების მთავარი კანდიდატები არიან.
ბრაზილიური გამოცემა UOL იტყობინება, რომ დორივალ ჯუნიორის გაშვება უბრალოდ დროის ამბავია.
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას მისი შემცვლელის ძიება უკვე დაწყებული აქვს - კანდიდატებს შორის მოიაზრებიან კარლო ანჩელოტი (რეალი), პეპ გვარდიოლა (მან სიტი) და ჟორჟე ჟეზუსი (ალ ჰილალი).
ანჩელოტის დანიშვნა კონფედერაციის პრეზიდენტის, ერნალდო როდრიგესის დიდი ხნის ოცნებაა, მის გადაბირებას 2023-შიც ცდილობდნენ.
ედნალდოსთან დაახლოებული პირების ცნობით, ახლა შუამავლებს შორის მიმდინარეობს მოკვლევა, რამდენად რეალურია დასახელებული კანდიდატებიდან რომელიმეს მოყვანა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები