-
Aa
+
ფონტის ზომა
ცნობილმა კანადელმა რეპერმა დრეიკმა სოციალური ქსელით გვამცნო, რომ UFC 314-ის მთავარ ბრძოლაზე ფსონი განათავსა.
ქვემსუბუქი წონის ტიტულისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოლებენ, დრეიკმა კი 545 ათასი დოლარი ვოლკანოვსკის გამარჯვებაზე დადო.
მოგეხსენებათ, კანადელი რეპერი თავისი ფსონებით ცნობილია. სოციალურ ქსელებში ხუმრობაც არის, რომ დრეიკის წყევლა არსებობს, რადგან ყველაფერი მისი ფსონის საპირისპიროდ ხდება.
ვნახოთ, როგორ იმოქმედებს ეს ალექსანდერ ვოლკანოვსკიზე, რომელიც ილია თოფურიასთან მარცხის შემდეგ ქვემსუბუქი წონის ქამრის დაბრუნებას დიეგო ლოპესთან შეეცდება.
UFC 314 13 აპრილს გაიმართება.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები