მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
UFC 314-ის მთავარ ბრძოლაში ქვემსუბუქი წონის სატიტულო დაპირისპირება გაიმართა. მას შემდეგ რაც ილია თოფურიამ ქამარი ვაკანტური გახადა, მისთვის ალექსანდერ ვოლკანოვსკი და დიეგო ლოპესი იბრძოდნენ.
5-რაუნდიანი ბრძოლა მაყურებელმა სრულად იხილდა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (48-47. 49-46, 49-46) გამარჯვებული ვოლკანოვსკი გახდა.
ლეგენდარულმა მებრძოლმა ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარი დაიბრუნა, რომელიც სწორედ ილია თოფურიასთან ბრძოლაში დაკარგა.
ვოლკანოვსკი გახდა UFC-ის პირველი კაცი მებრძოლი, რომელმაც ქვესაშუალო დივიზიონის დაბლა ჩემპიონობა 35+ წლის ასაკში მოიპოვა.
ღონისძიების თანამთავარ ბრძოლაში მსუბუქი წონის დაპირისპირება შედგა, სადაც პედი პიმბლეტმა მე-3 რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით სძლია მაიკლ ჩენდლერს.
ქვემსუბუქ დივიზიონში იაირ როდრიგესმა პატრისიო პიტბულს გადაწყვეტილებით აჯობა, ჟან სილვამ კი ბრაის მიჩელს მე-2 რაუნდში საბმიშენით მოუგო.
ქვემძიმე წონაში კი დომინიკ რეიესმა პირველი ტაიმში დაუმთავრა ნიკიტა კრილოვს საქმე.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები