• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
დურანტი უესტბრუკის კარიერის დასრულებას ეხმაურება
კალათბურთიკალათბურთი

დურანტი უესტბრუკის კარიერის დასრულებას ეხმაურება

10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

კევინ დურანტი სოციალურ ქსელში რასელ უესტბრუკის კარიერის დასრულებას გამოეხმაურა.


,,მახსოვს, ერთხელ მწვრთნელის ასისტენტ მო ჩიქსს ვკითხე: „რომელია უფრო რთული, ვარჯიში გუნდის ვარჯიშის შემდეგ თუ მანამდე?“ ეს მხოლოდ იმიტომ ვკითხე, რომ როცა დარბაზში მივდიოდი, რასს დილის ვარჯიში უკვე დასრულებული ჰქონდა, მე კი, როგორც წესი, ინდივიდუალურად გუნდის ვარჯიშის შემდეგ ვვარჯიშობდი.


მომ მითხრა: „ალბათ, ვარჯიშამდე მოსვლა უფრო რთულია...“ მას შემდეგ ეს ჩემი რუტინა გახდა.


ბევრი ადამიანი მოედანზე მის ემოციებს უყურებდა და ფიქრობდა, რომ რასი ხმაურიანი იყო. არა, ჩემთვის ის ჩუმი და მეთოდური ადამიანი იყო. ის მაგალითით ლიდერობდა, ხოლო როცა პროჟექტორები ინთებოდა, ყველაფერს გარეთ უშვებდა და სრულ თავისუფლებას გრძნობდა.


როგორც მისი თანაგუნდელისთვის, ეს ჩემთვის შთამაგონებელი იყო. სადაც არ უნდა წავსულიყავი, ვხედავდი, როგორ შთააგონებდა ის სრულიად განსხვავებული ცხოვრების მქონე ადამიანებს. ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ ბევრს არც ლაპარაკობდა, უბრალოდ მოდიოდა და საქმეს აკეთებდა. ასე იყო 18 წლის განმავლობაში.


ჩვენთვის, პროფესიონალებისთვის, ეს საკალათბურთო ცხოვრება წმინდაა. ის, რასაც მოედანზე ვდებთ, ჩვენთვის ყველაფერს ნიშნავს. ზოგიერთ ჩვენგანს სურს, დრო უკან დააბრუნოს და რაღაცები უფრო გააზრებულად გააკეთოს, ზოგს კი შეუძლია ხელები დაიბანოს და კმაყოფილი იყოს იმ დროით, რომელიც კალათბურთს მიუძღვნა.


შენ რომელი იქნები?


ჩვენ ვიცით, რა იყო „ნულისთვის“ მთავარი... გააგრძელე ადამიანების შთაგონება ცხოვრების ახალ ეტაპზეც, ჩემპიონო.


არ მაინტერესებს, მომავალში რა მოხდება, ვერაფერი წაშლის იმას, რაც იყო... პირველი ახალგაზრდა ბიჭები, ფინალამდე ჩვენი სვლა 20-იანების დასაწყისში, ოლ სტარის მატჩები, ერთმანეთის ტრავმებისა და შემდეგ დაბრუნების ნახვა, ავტობუსით მგზავრობები, ფრენები, კარტის თამაშები, ხუმრობები და კამათი, ყველაფერი. დაუვიწყარი იყო!


მთელ უესტბრუკების ოჯახს, ნინას, ბავშვებს, დედა უესტბრუკს, დიდ რასს, რეის, დონელს, ყველას ლუეზინგერის სკოლიდან და UCLA-დან და კიდევ ბევრ ადამიანს, ვინც ახლა შეიძლება გამომრჩა, უდიდესი სიყვარული და გილოცავთ ამ საკულტო კარიერას." - წერს დურანტი, რომელიც უესტბრუკის თანაგუნდელი ოკლაჰომა სიტი თანდერში წლების განმავლობაში იყო.


რასელ უესტბრუკმა სოციალურ ქსელში კალათბურთიდან წასვლის შესახებ გამოაცხადა და NBA-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კარიერა 18 სეზონის შემდეგ დაასრულა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

დურანტი
ოკლაჰომა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: წინ მე-7 მატჩია - სეზონის ფინალისტი ოკლაჰომაში გაირკვევა

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: წინ მე-7 მატჩია - სეზონის ფინალისტი ოკლაჰომაში გაირკვევა
•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ჩემპიონი დამარცხებულია - სან ანტონიო ფინალში 12 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

•კალათბურთი

კალათბურთი

VIDEO: ჩემპიონი დამარცხებულია - სან ანტონიო ფინალში 12 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს
•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

•კალათბურთი

კალათბურთი

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია
•კალათბურთი

კალათბურთი

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

•კალათბურთი

კალათბურთი

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

29 მაი, 2026

VIDEO: წინ მე-7 მატჩია - სეზონის ფინალისტი ოკლაჰომაში გაირკვევა

News image

31 მაი, 2026

VIDEO: ჩემპიონი დამარცხებულია - სან ანტონიო ფინალში 12 წლის შემდეგ პირველად ითამაშებს

News image

12 აგვ, 2026

საოცარი წყვილები - NBA-ში საშობაო მატჩების განრიგი ცნობილია

News image

12 აგვ, 2026

ოფიციალურად: ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიერა დაასრულა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება