მერაბ დვალიშვილისა და პიოტრ იანის ტრილოგია ახლოვდება.
მერაბ დვალიშვილმა გაამხილა, რომ უკვე დაიწყო მოსამზადებელი ბანაკი პიოტრ იანთან დაგეგმილი ტრილოგიისთვის, რომლის მიზანიც სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის დაბრუნებაა.
მერაბმა ასევე დაადასტურა, რომ ჭიდაობის ახალი მწვრთნელი ჰყავს, რომელიც მას ინდივიდუალურად ავარჯიშებს. მისი თქმით, ამჯერად უფრო გონივრულად ემზადება, ვიდრე იანთან წინა ბრძოლამდე.
თავის მხრივ, პიოტრ იანმაც განაახლა ვარჯიში მას შემდეგ, რაც იანვარში ზურგზე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა ინტენსივობით მიმდინარეობს მისი მზადება.
„დღევანდელი მოსამზადებელი ბანაკი ძალიან კარგი იყო. ვიმუშავეთ სხვადასხვა პოზიციაზე და სწორედ ასე ვაპირებ პიოტრთან ბრძოლისთვის მომზადებას.
ბოლოს, როცა იანს შევხვდი, ძალიან ბევრს ვშრომობდი. ამჯერად უფრო ჭკვიანურად ვმუშაობ. განსხვავებულ შედეგს მივიღებ და ჩემს ქამარს დავიბრუნებ.“ - განაცხადა დვალიშვილმა საკუთარ ვიდეოში.
როგორც მერაბმა აქამდე თქვა, მისი და რუსი მებრძოლის ტრილოგიას შემოდგომისთვის უნდა ველოდოთ.