სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში UFC-ის საბრძოლო საღამო გაიმართა.
საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონაში უროშ მედიჩსა და დანიელ როდრიგესს შორის შედგა, სადაც მედიჩმა მეტოქე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.
ბრძოლა სულ 30 წამს გაგრძელდა. მედიჩმა როდრიგესი ძლიერი დარტყმით შეარყია, შემდეგ კი სწრაფი და აგრესიული შეტევების სერიით ბრძოლა დაასრულა.
ამ გამარჯვებით UFC Belgrade-ზე პირველ რაუნდში დასრულებული 10 ბრძოლა და საერთო ჯამში 12 ფინიში დაფიქსირდა, რაც თანამედროვე UFC-ის ღონისძიებების ახალი რეკორდებია.
თანამთავარ ბრძოლაში ნავაჰო სტირლინგმა იან ბლახოვიჩი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. კლინჩში ბრძოლის შემდეგ ბლახოვიჩმა სტირლინგი შეარყია, მაგრამ ახალზელანდიელმა მალევე უპასუხა კომბინაციით, რომელმაც პოლონელი ძირს დასცა.
ალექსანდარ რაკიჩმა მარცინ ტიბურა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27, 30-27, 30-27) დაამარცხა.
რაკიჩმა დისტანციისა და სიგრძის უპირატესობა ეფექტურად გამოიყენა, მეტოქეს ახლოს არ უშვებდა და ზუსტ დარტყმებს აყენებდა. მესამე რაუნდში ტემპი დაეცა, თუმცა რაკიჩის დამაჯერებელმა სტარტმა გამარჯვება უპრობლემოდ უზრუნველყო.
რობერტ ვალენტინმა დუშკო ტოდოროვიჩს გილიოტინით პირველ რაუნდში მოუგო.
ვალენტინი თავიდანვე მაღალი დარტყმებით უტევდა. ტოდოროვიჩის თეიქდაუნის მცდელობა მან გილიოტინაში გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტოდოროვიჩმა პოზიცია შეცვალა და Von Flue choke-ის შესრულებას ცდილობდა, ვალენტინმა თავი დააღწია და საბოლოოდ ისევ გილიოტინით მოიგო ბრძოლა.
გილბერტ ურბინამ ვლასტო ჩეპო ტექნიკური ნოკაუტით პირველ რაუნდში დაამარცხა. ჩეპო აქტიურად უტევდა, თუმცა ურბინამ კონტრჯებით ძირს დასცა და შემდეგ პარტერში დარტყმებით ბრძოლა დაასრულა.
ნოა გუნომ მილოშ იანიჩიჩს rear-naked choke-ით პირველ რაუნდში აჯობა.
ფრანგმა მეტოქეს ჯერ ფეხზე დაბალი დარტყმებით პრობლემები შეუქმნა, რის შემდეგაც იანიჩიჩი ძირს აღმოჩნდა. ნოა მაშინვე გადავიდა პარტერში, ზურგზე მოექცა მეტოქეს და სწრაფად დააფიქსირა rear-naked choke, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.