• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
UFC ბელგრადი სერბული ტრიუმფით დასრულდა
UFCUFC

UFC ბელგრადი სერბული ტრიუმფით დასრულდა

01 აგვ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში UFC-ის საბრძოლო საღამო გაიმართა.


საღამოს მთავარი ბრძოლა ქვესაშუალო წონაში უროშ მედიჩსა და დანიელ როდრიგესს შორის შედგა, სადაც მედიჩმა მეტოქე პირველივე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.


ბრძოლა სულ 30 წამს გაგრძელდა. მედიჩმა როდრიგესი ძლიერი დარტყმით შეარყია, შემდეგ კი სწრაფი და აგრესიული შეტევების სერიით ბრძოლა დაასრულა.


ამ გამარჯვებით UFC Belgrade-ზე პირველ რაუნდში დასრულებული 10 ბრძოლა და საერთო ჯამში 12 ფინიში დაფიქსირდა, რაც თანამედროვე UFC-ის ღონისძიებების ახალი რეკორდებია.


თანამთავარ ბრძოლაში ნავაჰო სტირლინგმა იან ბლახოვიჩი ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა. კლინჩში ბრძოლის შემდეგ ბლახოვიჩმა სტირლინგი შეარყია, მაგრამ ახალზელანდიელმა მალევე უპასუხა კომბინაციით, რომელმაც პოლონელი ძირს დასცა.


ალექსანდარ რაკიჩმა მარცინ ტიბურა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-27, 30-27, 30-27) დაამარცხა.


რაკიჩმა დისტანციისა და სიგრძის უპირატესობა ეფექტურად გამოიყენა, მეტოქეს ახლოს არ უშვებდა და ზუსტ დარტყმებს აყენებდა. მესამე რაუნდში ტემპი დაეცა, თუმცა რაკიჩის დამაჯერებელმა სტარტმა გამარჯვება უპრობლემოდ უზრუნველყო.


რობერტ ვალენტინმა დუშკო ტოდოროვიჩს გილიოტინით პირველ რაუნდში მოუგო.


ვალენტინი თავიდანვე მაღალი დარტყმებით უტევდა. ტოდოროვიჩის თეიქდაუნის მცდელობა მან გილიოტინაში გადაიყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ტოდოროვიჩმა პოზიცია შეცვალა და Von Flue choke-ის შესრულებას ცდილობდა, ვალენტინმა თავი დააღწია და საბოლოოდ ისევ გილიოტინით მოიგო ბრძოლა.


გილბერტ ურბინამ ვლასტო ჩეპო ტექნიკური ნოკაუტით პირველ რაუნდში დაამარცხა. ჩეპო აქტიურად უტევდა, თუმცა ურბინამ კონტრჯებით ძირს დასცა და შემდეგ პარტერში დარტყმებით ბრძოლა დაასრულა.


ნოა გუნომ მილოშ იანიჩიჩს rear-naked choke-ით პირველ რაუნდში აჯობა.


ფრანგმა მეტოქეს ჯერ ფეხზე დაბალი დარტყმებით პრობლემები შეუქმნა, რის შემდეგაც იანიჩიჩი ძირს აღმოჩნდა. ნოა მაშინვე გადავიდა პარტერში, ზურგზე მოექცა მეტოქეს და სწრაფად დააფიქსირა rear-naked choke, რომელმაც გამარჯვება მოუტანა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

MMA
სერბეთი

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

,,დავბრუნდები" - რატომ დათმო UFC-ის ჩემპიონმა ტიტული?

•UFC

UFC

,,დავბრუნდები" - რატომ დათმო UFC-ის ჩემპიონმა ტიტული?
•UFC

UFC

„ჩემი მახრჩობელათი გორილაც დაიძინებს“ - UFC-ის ჩემპიონი თავდაჯერებულია

•UFC

UFC

„ჩემი მახრჩობელათი გორილაც დაიძინებს“ - UFC-ის ჩემპიონი თავდაჯერებულია
•UFC

UFC

რომელი ბრძოლა მოიხსნა UFC 331-დან?

•UFC

UFC

რომელი ბრძოლა მოიხსნა UFC 331-დან?
•UFC

UFC

ვინ არის ჟოანდერსონ ბრიტო? - გაიცანი გიგა ჭიკაძის მეტოქე

•UFC

UFC

ვინ არის ჟოანდერსონ ბრიტო? - გაიცანი გიგა ჭიკაძის მეტოქე
•UFC

UFC

News image

14 სექ, 2026

,,დავბრუნდები" - რატომ დათმო UFC-ის ჩემპიონმა ტიტული?

News image

14 სექ, 2026

„ჩემი მახრჩობელათი გორილაც დაიძინებს“ - UFC-ის ჩემპიონი თავდაჯერებულია

News image

16 სთ წინ

რომელი ბრძოლა მოიხსნა UFC 331-დან?

News image

9 სთ წინ

ვინ არის ჟოანდერსონ ბრიტო? - გაიცანი გიგა ჭიკაძის მეტოქე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება