UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა UFC 316-ის წინ მედიასთან სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის მის დაზიანებაზე.
"სიშავე და სილურჯე აღარ მაქვს, ცოტათი გასიებულია, მაგრამ ყველაფერი კარგადაა. ვვარჯიშობ და ეს პრობლემა არ იქნება. რაც იყო, იყო, მაგრამ როგორც ჩემმა მწვრთნელმა თქვა, თუ რამე სერიოზულია, ამას არ დავპოსტავ. ეს კი მნიშვნელოვანი არ იყო. როგორც ვთქვი, 9 თითი კიდევ მაქვს და კარგად ვარ. გამიკვირდა როგორი ემოცია მოჰყვა ამას ხალხისგან. ხალხო, მართლა არაფერია."
რა თქმა უნდა, მერაბმა მის მომდევნო მეტოქე შონ ო'მალიზეც გააკეთა კომენტარი.
"მან და მისმა მწვრთნელმა ჩვენი ბრძოლა შეისწავლა. მათ იციან ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები. მათ დიდხნიანი კემპი აქვთ და მე შონ ო'მალის საუკეთესო ვერსიას ველოდები. ჩემი საქმეა, რომ ბრძოლას სერიოზულად მივუდგე. მას ზემოდან არ უნდა ვუყურო, რადგან მე სამუშაოდ მზად ვარ. იმედია, ეს ბრძოლა ჩემთვის უფრო მარტივი იქნება."
ქართველმა ო'მალისთან პირველი და მეორე ბრძოლის ემოციები შეადარა.
"ამ შემთხვევაში განსხვავებული ემოციებია, რადგან პირველ ჯერზე მე ჩელენჯერი ვიყავი, ახლა კი ჩემპიონი ვარ და ის არის ჩელენჯერი. მე ის უკვე დავამარცხე. თავიდან რთული იყო ჩემი თავის მოტივირება იმ ადამიანთან ბრძოლისთვის, ვისთანაც ვდომინირებდი.
ახლა ვიცი, რომ ის ბევრ რამეს შეცვლის. მან უკვე შეცვალა თავისი ცხოვრების სტილი და ყველაფერი. შეიძლება ვიხილოთ შონი, რომელიც ჩემს თეიქდაუნებს დაიცავს და შეიძლება ჩვენ შორის სტრაიკინგი ვიხილოთ. მე ამისთვის მზად ვარ. ეს კარგი ბრძოლა იქნება.
ის დიდებული სტრაიკერია და ერთი წამით ვერ მოვდუნდები. ყველამ ვიცით, რომ მას ჩემი გატეხვა შეუძლია და მეც შემიძლია იგივეა. თუ ჩემი არ გჯერათ, უყურეთ ბრძოლას, ეს დიდებული იქნება. თავს კარგად ვგრძნობ, ბრძოლის დრო თითქმის მოვიდა. შაბათს წონის კლებას დავიწყებ, ახლა ჯერ კიდევ ყველაფერს ვჭამ." - განაცხადა მერაბმა.
მერაბ დვალიშვილი და შონ ო'მალი სატიტულო ბრძოლაში ერთმანეთს 8 ივნისს დაუპირისპირდებიან.
ო'მალი: "მერაბის გათიშვაც შემიძლია და ხუთრაუნდიან ბრძოლაში მოგებაც"