UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონმა, ჯონ ჯონსმა DeepCut პოდკასტში ილია თოფურიაზე ისაუბრა.
"დრო ყველაფერს იტყვის, მაგრამ ერთი რაღაც, რაც გამოცდილებით ვიცი, არის ის, რომ ქამრის მოგება რთულია. უფრო რთული კი UFC-ის ჩემპიონის ცხოვრების სტილით ცხოვრება და ჩემპიონად ყოფნაა.
დიდება, პრესა, ფული, ქალები, ალკოჰოლი - ყველაფერი შენზე მოქმედებს და ძალიან ცოტას შეუძლია ამას გაუმკლავდეს.
ილიას ვუსურვებ ყველანაირ მხარდაჭერას. ვიცი, რომ მას დიდებული ოჯახი და გუნდი ჰყავს. ვფიქრობ, ის სწორ რაღაცებს გააკეთებს. ვნახოთ. ეს ყველაფერი დროის საკითხია - ძალიან რთულია ჩემპიონობა." - განაცხადა ლეგენდარულმა მებრძოლმა.
ილია თოფურია 28 ივნისს მსუბუქი წონის ქამრისთვის UFC 317-ზე ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდება.