მერაბ დვალიშვილმა მეტ სერასთან პოდკასტში თქვა, რომ რუს მებრძოლებთან დაპირისპირება შეჯიბრზე მეტია.
"რუსეთი ჩვენი მეზობელია, მაგრამ ისინი მჩაგვრელები არიან. პრობლემები არა რუს ხალხთან, არამედ პოლიტიკოსებთან და იმ ცუდ ხალხთან გვაქვს, ვინც ჩვენს ქვეყანას პატივს არ სცემს.
რადგან რუსეთს ჩვენი ტერიტორია ოკუპირებული აქვს, ყოველ ჯერზე, როცა რუსეთი საქართველოს წინააღმდეგაა, ეს სპორტზე მეტია.
თუ ფეხბურთის მატჩს წააგებ, თამაშია, მაგრამ ეს ბრძოლაა, განსაკუთრებით პიოტრ იანთან, რომელიც მჩაგვრელია." - განაცხადა სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველმა ჩემპიონმა.
UFC 320 - დვალიშვილის მომდევნო ბრძოლის მეტოქე და თარიღი ცნობილია