ფიფას პრეზიდენტი ერთმნიშვნელოვანია, როდესაც ჰკითხეს, განიხილავს თუ არა რუსეთისთვის დაწესებული შეზღუდვების მოხსნას, რომელიც ფიფამ და უეფამ 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ შემოიღეს.
„ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს, რადგან ამ აკრძალვამ არაფერი მოიტანა, მხოლოდ მეტი იმედგაცრუება და სიძულვილი შექმნა." - თქვა მან.
ის ამბობს, რომ მისი აზრით, „თუ რუსეთიდან გოგოებსა და ბიჭებს ექნებათ შესაძლებლობა ითამაშონ ფეხბურთი ევროპის სხვა ნაწილებში, ეს მათ დაეხმარებათ.“
ის ასევე ეწინააღმდეგება ისრაელისთვის აკრძალვის დაწესებას და ამბობს, რომ ასეთი აკრძალვა „მარცხია“.
ფიფას პრეზიდენტი კიდევ უფრო შორს მიდის და აცხადებს, რომ მისი აზრით, ორგანიზაციამ უნდა განიხილოს წესების შეცვლა და „წესდებაში ჩაიწეროს, რომ პოლიტიკური ლიდერების ქმედებების გამო არცერთ ქვეყანას არასოდეს უნდა აეკრძალოთ ფეხბურთში მონაწილეობა“.
ჯანი ინფანტინო ასევე არ უჭერს მხარს ბოიკოტებს.
როდესაც მას ჰკითხეს იმ ადამიანებზე, რომლებიც აშშ-ში, პრეზიდენტ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული შეშფოთების გამო, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტისკენ მოუწოდებენ, ის არ ეთანხმება ამას.
ის ამბობს, რომ ბიზნესის ან დიპლომატიურ დონეზე ბოიკოტის მოწოდება არასდროს ხდება და სვამს კითხვას: „მაშ, რატომ ფეხბურთი?“
„ვფიქრობ, ჩვენს დაყოფილ და აგრესიულ სამყაროში გვჭირდება ისეთი შემთხვევები, სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეიკრიბონ და შეხვდნენ ერთმანეთს საერთო ვნების, ფეხბურთის გარშემო.“