ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

"იაფფასიანი ხუმრობების ნაცვლად, იაფ ბილეთებზე იზრუნოს" - ინფანტინო გააკრიტიკეს
ფეხბურთიფეხბურთი

"იაფფასიანი ხუმრობების ნაცვლად, იაფ ბილეთებზე იზრუნოს" - ინფანტინო გააკრიტიკეს

7 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის „იაფ ბილეთებზე“ უნდა გაამახვილოს ყურადღება და არა - ბრიტანელი გულშემატკივრების შესახებ „იაფფასიან ხუმრობებზე“, განაცხადა ფეხბურთის გულშემატკივართა ასოციაციამ (FSA).


ხუთშაბათს, შვეიცარიაში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას ინფანტინომ თქვა, რომ „ნამდვილად განსაკუთრებული“ იყო ის ფაქტი, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს კატარში ბრიტანეთის არცერთი მოქალაქე არ დაუკავებიათ.


შვეიცარიელმა სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, რომლებიც წლევანდელ ტურნირს უკავშირდება, მათ შორის შიდა დაძაბულობას აშშ-ში, ვიზებთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს გულშემატკივრებისთვის და ბილეთების ფასებს.


მან გაიხსენა კრიტიკა, რომელიც კატარი 2022-ის წინ არსებობდა, თუმცა აღნიშნა, რომ ტურნირის დაწყების შემდეგ „პრაქტიკულად არანაირი ინციდენტი არ დაფიქსირებულა“.


„ისტორიაში პირველად, მსოფლიო ჩემპიონატზე არცერთი ბრიტანელი არ დაუკავებიათ,“ - დაამატა ინფანტინომ.


წარმოიდგინეთ! ეს მართლაც განსაკუთრებულია.


ამის საპასუხოდ, FSA-მ განაცხადა: „რადგან ბატონი ინფანტინოსკენ ყურადღება გვაქვს მიპყრობილი, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს გულშემატკივრებზე იაფფასიანი ხუმრობების თქმის ნაცვლად, მან იაფ ბილეთებზე უნდა იზრუნოს.“


ინფანტინომ კვლავ დაიცვა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბილეთების ფასები, რომლებიც FSA-მ ადრე „სკანდალურ“ ფასებად შეაფასა.


ჯგუფური ეტაპის ბილეთები 3-ჯერ ძვირია, ვიდრე 2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე, ხოლო ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი ნიუ ჯერსიში £3,119 ღირს.


კრიტიკის შემდეგ ფიფამ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ყველა მატჩისთვის შეზღუდული რაოდენობის „უფრო ხელმისაწვდომი“ 60-დოლარიანი (£45) ბილეთები შემოიღო.


დავოსში გამოსვლისას ინფანტინომ აღიარა, რომ „ბილეთები იაფი არ არის“ და რომ მას და ფიფას ამის გამო „ძლიერად აკრიტიკებდნენ“, და დაამატა, რომ „ძირითადი კრიტიკოსები, რა თქმა უნდა, გერმანიიდან და ინგლისიდან იყვნენ“.


თუმცა მან ფასები მოთხოვნით გაამართლა.


მისი თქმით: „ახლა ბილეთებზე მოთხოვნით ნომერ პირველი ქვეყანა აშშ არის. მეორე - გერმანია, მესამე - ინგლისი, რადგან ყველას სურს ჩამოსვლა და მონაწილეობა.“


ინფანტინომ ასევე აღნიშნა, რომ „ყოველი მატჩის ბილეთები სრულად გაიყიდება“, თუმცა ფიფას არ გაუმჟღავნებია, როგორ ნაწილდება მოთხოვნა 104 მატჩსა და სხვადასხვა ფასის კატეგორიებზე.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ჯანი ინფანტინო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

თამაშგარის რევოლუცია იწყება: ფიფა ვენგერის წესის დანერგვას გზას უხსნის

•ფეხბურთი

ფეხბურთი

თამაშგარის რევოლუცია იწყება: ფიფა ვენგერის წესის დანერგვას გზას უხსნის
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს პრეზიდენტი თბილისშია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს პრეზიდენტი თბილისშია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: "მსოფლიო საკლუბო მაგარი ტურნირია - ჰალანდს და აკანჯის მსოფლიო ჩემპიონობის შანსს ვაძლევთ"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ინფანტინო: "მსოფლიო საკლუბო მაგარი ტურნირია - ჰალანდს და აკანჯის მსოფლიო ჩემპიონობის შანსს ვაძლევთ"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 მარ, 2025

ფიფას პრეზიდენტს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის დაბრუნება სურს

News image

30 დეკ, 2025

თამაშგარის რევოლუცია იწყება: ფიფა ვენგერის წესის დანერგვას გზას უხსნის

News image

13 ნოე, 2024

FIFA-ს პრეზიდენტი თბილისშია

News image

04 თებ, 2025

ინფანტინო: "მსოფლიო საკლუბო მაგარი ტურნირია - ჰალანდს და აკანჯის მსოფლიო ჩემპიონობის შანსს ვაძლევთ"

კომენტარები