21 მარტს, ლონდონში UFC-ის საბრძოლო საღამო გაიმართება.
UFC-მ ოფიციალურად გამოაცხადა ის ბრძოლები, რომელიც ამ ღონისძიებაზე გაიმართება.
როგორც უკვე ცნობილი იყო, ლონდონში ბრძოლას გამართავს რომან დოლიძე, რომელიც ინგლისელ კრისტიან ლეროი დანკანს დაუპირისპირდება.
ენტონი სმიტთან, კევინ ჰოლანდთან და მარვინ ვეტორისთან ზედიზედ 3 გამარჯვების შემდეგ, ქართველი თავის ბოლო ბრძოლაში ენტონი ერნანდესთან დამარცხდა. მისი MMA რეკორდი ამჟამად 15 მოგებასა და 4 წაგებას ითვლის. რომანი UFC-ის საშუალო წონის რეიტინგში მე-11 ადგილზეა.
დოლიძესთან დაპირისპირებას ზედიზედ 3 მოგებით ხვდება დანკანი, რომელმაც ანდრეი პულიაევი, ერიკ ანდერსი და მარკო ტულიო დაამარცხა. 30 წლის მებრძოლის საერთო რეკორდი 13 მოგება და 2 წაგებაა. ლეროი დანკანი საშუალო წონის რეიტინგის ტოპ 15-ში ჯერ არ არის.
ლონდონური ღონისძიების მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ქვემსუბუქი წონის კონტენდერები, მოვსარ ევლოევი და ლერონ მერფი დაუპირისპირდებიან. ალექს ვოლკანოვსკის მიერ დიეგო ლოპესთან დაცული ტიტულის შემდეგ, ამ ბრძოლას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭა, რადგან დიდი ალბათობით, აქ გამარჯვებული სწორედ ავსტრალიელს დაუპირისპირდება.
მეინ ქარდი
მოვსარ ევლოევი - ლერონ მერფი
ლუკ რაილი - მაიკლ ესველი
მაიკლ ფეიჯი - სემ პატერსონი
ივო ბარანიევსკი - ოსტენ ლეინი
რომან დოლიძე - კრისტიან ლეროი დანკანი
კურტის კემპბელი - დენი სილვა
პრელიმები
მეისონ ჯონსი - აქსელ სოლა
ნათანიელ ვუდი - ლოსენე კეიტა
ლუი საზერლენდი - ბრანდო პერიჩიჩი
მანტას კონდრატავიჩიუსი - ანტონიო ტროკოლი
მიკ პარკინი - მარიო პინტუ
შემ როკი - აბდულ-ქარიმ ალ-სელვადი
შანელ დაიერი - რავენა ოლივეირა