სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
10 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმეგომედოვთან კონფლიქტზე ისაუბრა.
„ბრძოლის შემდეგ უმარს სილას ვუთავაზებ, თუნდაც ამის გამო ციხეში მომიწიოს ჩაჯდომა. თუ ჩემს მიმართ უპატივცემლობას იჩენ, სახეში მოგხვდება.
თუ ის ბოდიშს არ მოიხდის, ბრძოლის შემდეგ ნამდვილი ჩხუბი გაჩაღდება, თუნდაც ამის გამო დაღესტანში მომიწიოს ჩასვლა.
მიყვარს დაღესტანი, იქ ბევრი მეგობარი მყავს. მაგრამ, უმარმა ჩემს მიმართ შეცდომა დაუშვა და პასუხი უნდა აგოს. დაღესტანელი ხალხი მიყვარს, ჯერ კიდევ ვცემ პატივს ხაბიბს, ისლამს და სხვებს, პრობლემები მხოლოდ უმართან მაქვს." - აღნიშნა დვალიშვილმა.
დვალიშვილისა და ნურმაგომედოვის დაპირისპირება UFC 311-ზე 19 იანვრის გამთენიისას გაიმართება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები