მერაბ დვალიშვილმა მისი და პიოტრ იანის მომდევნო ბრძოლის შესაძლო თარიღზე ისაუბრა.
ჟურნალისტი: „როდის შეიძლება გიხილოთ კვლავ ოქტაგონში?“
მერაბი: „რეალურად, ივლისში ან მაქსიმუმ აგვისტოში. იმიტომ, რომ პიოტრმა უკვე თქვა, რომ მზად არის ივნისში იჩხუბოს, მაგრამ ყველამ ვიცით, რა ხდება ივნისში თეთრ სახლში და ჩვენ იქ არ ვიბრძოლებთ. ამიტომ ივნისის შემდეგ, ან ივლისში, ან აგვისტოში, როცა UFC-ს დასჭირდება, მე მზად ვარ. პიოტრმაც უკვე თქვა, რომ მზად არის.“
ჟურნალისტი: „მშვენიერია, ასე რომ ალბათ საერთაშორისო ბრძოლის კვირეულზე გიხილავთ, შესაძლოა ივლისში?“
მერაბი: „დიახ, ეს ოცნების ასრულება იქნება. მე ის სამი წლის წინ დავამარცხე, მან შარშან დეკემბერში დამამარცხა, ასე რომ ახლა იქნება შესანიშნავი ბრძოლა, ტრილოგია და ამით ძალიან აღფრთოვანებული ვარ.“
მერაბ დვალიშვილმა აღნიშნულ საკითხზე TNT Sports-თან ისაუბრა.