ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, მაიკლ ოუენმა ცოტა ხნის წინ ჰარი კეინის გადაწყვეტილება 2023 წელს ბაიერნში გადასვლასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ბუნდესლიგის მოგება დიდი მიღწევა არ არის.
ინგლისისა და სერბეთის მატჩის წინ პრესასთან საუბრისას კეინმა ოუენის კომენტარებს უპასუხა:
„ყველას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მასთან ცოტა დრო მაქვს გატარებული, მაგრამ კარგად არ ვიცნობ. ცხადია, ის პრემიერ ლიგის და ინგლისის ლეგენდაა, ასე რომ პატივს ვცემ როგორც ადამიანს. მაგრამ საბოლოოდ, როგორც თვითონაც იცის, ყველას კარიერა განსხვავებულია - ყველას საკუთარი გადაწყვეტილებები და მოტივაციები აქვს,“ – თქვა კეინმა.
„ვიცი, რომ მან აღნიშნა თითქოს მხოლოდ თასისთვის გადავედი, მაგრამ ეს იყო იმისთვის, რომ უმაღლეს დონეზე მეთამაშა რაც შეიძლება დიდხანს და ამ მხრივ ძალიან ბედნიერი ვარ - დიდი თამაშები, ტიტულისთვის ბრძოლა, ჩემპიონთა ლიგის მატჩები, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი. ვგრძნობ, რომ როგორც ფეხბურთელი ვუმჯობესდები.
ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი და ახლა ბაიერნში ძალიან ბედნიერი ვარ.