ული ჰიონესმა ნიკოლას ჯექსონზე ნათქვამი სიტყვები განმართა.
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა სენეგალელის ტრანსფერზე თქვა, რომ ბაიერნი მას არ გამოისყიდის, რადგან ამისთვის ფეხბურთელმა 40 მატჩი უნდა დაიწყოს სასტარტოდან, რაც ნამდვილად არ მოხდება.
„ყველაფერი, რაც ვთქვი, კლუბის სპორტული დირექტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მის დასახმარებლად იყო ნათქვამი.
ზოგი ჟურნალისტის სიშტერე ძალიან მაღიზიანებს. ჩემს სიტყვებს ისეთი ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს ჯექსონის საწინააღმდეგო მაქვს რაიმე. ამ ჟურნალისტებმა მათემატიკას არ მიაქციეს ყურადღება, თითქოს მე ვთქვი, რომ ის 40 მატჩსაც ვერ ჩაატარებს.
ბუნდესლიგაში წინ 32 თამაში გვაქვს. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავალთ, რისი იმედიც გვაქვს, ეს 13 თამაშს დაგვიმატებს. ჯამში 45 თამაში. გერმანიის თასი არ ითვლება. ანუ გამოდის, რომ მან თითქმის ყველა თამაში სასტარტოდან უნდა დაიწყოს.
იანვარში ის აფრიკის თასზე გაემგზავრება, ამიტომ 40 მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებს და სწორედ ეს ვთქვი მე. მინდოდა მაქს ებერლს [სპორტულ დირექტორს] დავხმარებოდი, რადგან მას ბრალს სდებდნენ იმაში, რომ მან კონტრაქტში ეს გამოსყიდვის აუცილებლობა ჩადო. ასევე, დადებით კონტექსტში ვახსენე ისიც, რომ თავად ფეხბურთელმა და აგენტმა იჯარაში გარკვეული თანხა გადაიხადეს, რამაც ჩვენთვის ღირებულება 13.5 მილიონამდე შეამცირა.
როგორც ჩანს, მე მაქსის ყველაზე დიდი დამცველი ვარ. შესაძლოა, ამის თქმა მას თავადაც შეეძლო და ეს რომ გაეკეთებინა, ალბათ მას რამდენიმე დღე ზედიზედ არ გააკრიტიკებდნენ." - აღნიშნა ჰიონესმა.